
2019-06-03 - 2022-06-03
ფოროვან მასალათა დრეკადობის, თერმოდრეკადობისა და ბლანტი დრეკადობის ბმული თეორიების არაკლასიკური ამოცანების გამოკვლევა
კვლევის მთავარი მიზნებია:
- ბმული მათემატიკური მოდელების აგება ორგვარი და სამგვარი ფოროვნობის დრეკადი მასალებისთვის, ორგვარი ფოროვნობის თერმოდრეკადი მასალებისთვისა და მარტივი, ორგვარი და სამგვარი ბლანტი დრეკადი მასალებისთვის;
- ამ მოდელების მდგრადი რხევის არაკლასიკური ამოცანების სრულყოფილი გამოკვლევა.
კვლევის მოსალოდნელი შედეგები ჩამოყალიბდება შემდეგნაირად:
გამოკვლეული იქნება ამ ახალი მოდელების შემდეგი ამოცანები:
- ა) აიგება მდგრადი რხევის განტოლებათა სისტემების ფუნდამენტური ამონახსნები ელემენტარული ფუნქციების საშუალებით და დადგინდება მათი ძირითადი თვისებები;
- ბ) მიიღება გრინის ფორმულები მდგრადი რხევის განტოლებათა სისტემებისათვის;
- გ) დამტკიცდება მდგრადი რხევის შიგა და გარე სასაზღვრო ამოცანების კლასიკური ამონახსნების ერთადერთობის თეორემები;
- დ) აიგება ზედაპირული და მოცულობითი პოტენციალები და დადგინდება მათი ძირითადი თვისებები. მდგრადი რხევის სასაზღვრო ამოცანები დაიყვანება ეკვივალენტურ სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებზე;
- ე) დამტკიცდება მდგრადი რხევის შიგა და გარე სასაზღვრო ამოცანების კლასიკური ამონახსნების არსებობის თეორემები პოტენციალთა მეთოდისა (სასაზღვრო ინტეგრალურ განტოლებათა მეთოდი) და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიის გამოყენებით.
პროექტის ხელმძღვანელი: მერაბ სვანაძე
პროექტები » ყველას ნახვა