ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2018-03-01 - 2019-03-01

ტოპოლოგიურ მასალებში აღმოცენებული დაბალგანზომილებიანი კვანტური მოვლენები

ტოპოლოგიური კვანტური მასალები თანამედროვე კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკისა და
ნანოტექნოლოგიის ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულებაა, რომელმაც არნახული განვითარება პოვა
უკანასკნელი თწლეულის განმავლობაში. ამის ადასტურებს ისიც, რომ 2016 წლის ნობელის პრემია ფიზიკიs დარგში
გაიცა ამ დარგში შესრულებული პიონერული გამოკვლევებისთვის.
ტოპოლოგიურ მასალათა კვლევაში უკანასკნელ წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებები მოიცავს
ისეთ უახლეს ექსპერიმენტულ შედეგებს, როგორიცაა სპინური სითხეების, დირაკის და ვეილის ნახევარმეტალების,
ტოპოლოგიური ოზოლატორების და ზეგამტარების, მაიორანას ნაწილაკის ტიპის ბმული კიდურა მდგომარეობების
აღმოჩენა და ამ მოვლენათა თეორიულ ახსნას. უახლესი თეორიული კვლევები ცალსახად ადასტურებს ამ დარგში
გამოვლენილი ფიზიკური ეფექტების უსაზღვრო სიმდიდრეს და მრავალსახეობას, რაც სავარაუდოდ მომავალი
ათწლეულების განმავლობაში შემდგომი ინტენსიური კვლევის საგანი იქნება.
სკოლა–კონფერენციის თემატური ფოკუსია ტოპოლოგიურად მოწესრიგებული ფაზების თვისებები კვანტურ
მატერიაში – კერძოდ ასეთ სისტემებში აღმოცენებული (წარმოქმნილი) დაბალგანზომილებიანი სტრუქტურების
თვისებები. კონფერენციის მიზანია შევკრიბოთ ერთად ამ დარგში სხვადასხვა ასპექტებში მომუშავე წამყვანი
მკვლევარები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას უახლესი შედეგების ერთად შეჯერება და დარგში არსებული
ვითარების ერთიანად გაანალიზება.
კონფერენციის კიდევ ერთი მიზანია კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის დარგში მომუშავე ახალგაზრდა
მკვლევარებს (მაგისტრანტებს, დოქტარანტებსა და პოსტდოქტორებს) როგორც საქართველოდან ასევე მეზობელი
ქვეყნებიდან მიიღონ უახლესი ინფორმაცია ამ უაღრესად საინტერესო დარგის მიღწევების შესახებ უშუალოდ ამ
მიღწევათა ავტორებისგან. ეს მისცემს შესაძლებლობას ახალგაზრდებს დაამყარონ უშალო კავშირები დარგის წამყვან
ექსპერეტებთან, შეხვდნენ თავიან თანატოლებს ევროპის ქვეყნებიდან და ჩამოაყალიბონ კვლევითი
თანამშრომლობის საკუთარი კლასტერები.


პროექტები » ყველას ნახვა