
რეკოგნიციული მეხსიერების მოლეკულური მექანიზმები - მიტოქონდრიული ნადH დეჰიდროგენაზული კომპლექსის II სუბერთეულის და src კინაზას კომპლექსის შესწავლა წიწი
პროექტის მთავარი მიზანია მხედველობითი იმპრინტინგის რეკოგნიციული მეხსიერების
მოლეკულური მექანიზმების ანალიზი. მტკიცე თანმხვედრი მონაცემები მიუთითებს რომ წინა ტვინის
შემოზღუდული უბანი მეზოპალიუმის ინტერმედიალური და მედიალური ნაწილი (იმმ) ინახავს იმრინტინგის
დროს მიღებულ ინფორმაციას. მეხსიერების კვალის ლოკალიზაციის ზუსტი ცოდნით იმპრინტინგი
წარმოადგენს მეხსიერების ნეირონული მეხსიერების შესწავლის სრულყოფილ მოდელს [1].
ჩვენი ახალი მონაცემი მიუთითებს რომ მარცხენა იმმ-ის მიტოქონდრიები მონაწილეობენ იმპრინტინგის
მეხსიერებაში [2-4 ]. ჩვენ ახლახანს ვაჩვენეთ, რომ დასწავლიდან 24 საათის შემდეგ მარცხენა იმმ-ში ადგილი
აქვს დასწავლასთან დაკავშირებულ სარწმუნო ჰიპომეთილაციას 4 ც-ფ-გ საიტზე, რომელიც მოიცავს ნადH
დეჰიდროგენაზას II სუბერთეულის (ნადHII) და ნადHIV-ის სუბერთეულებს. ნადHII მიტოქონდრიული
გენომით კოდირებული ერთადერთი ცილაა, რომელიც მიტოქონდრიის გარეთ გვხდება და სპეციფიკურად
ურთიერთქმედებს Src პროტეინ კინაზასთან [5]. ამ ურთიერთქმედებას ადგილი აქვს მიტოქონდრიის გარეთ
ამაგზნებელ სინაფსებზე. ნადHII მოქმედებს როგორც ადაპტორული ცილა და აკავშირებს Src კინაზას Nმეთილ-D-ასპარტატულ (ნმდა) რეცეპტორებთან და აძლიერებს ნმდა ნაკადებს. ჩვენს მიერ ადრე ნაჩვენები იყო
ნმდა რეცეპტორების NR2B სუბერთეულების დასწავლა სპეციფიკური მომატება მარცხენა იმმ-ში. ყველა ეს
მონაცემები წარმოქმნის დამაინტრიგებელ შესაძლებლობას ნადHII-Src პროტეინ კინაზ-ნმდა რეცეპტორული
კომპლექსის მონაწილეობის შესახებ იმპრინტინგში.
პროექტის ამოცანები შემდეგია: (i) ტრენირებიდან 24 საათის შემდეგ ნადHII-ის, ნადHIV-ის
(ჰიპომეთილირებას დაქვემდებარებულ) და ნადHI გენების (მეთილირების სარწმუნო ცვლილებები არ
აღირიცხება) ტრანსკრიფციის პროცესების შესწავლა (ii) ნადHII-Src პროტეინ კინაზა-ნმდა რეცეპტორული
კომპლექსის სხვა კომპონენტების იდენტიფიკაცია. (iii) ნადHII-თან დაკავშირებული Src პროტეინ კინაზას და
ნმდა გლუტამატური რეცეპტორების სუბერთეულების ცვლილებების შესწავლა ტრენირებიდან 24 საათის
შემდეგ. იმუნოპრეციპიტაცია განხორციელდება ნადHII-ის წინააღმდეგ გამომუშავებული ანტისხეულებით (iv)
Src პროტეინ კინაზასთან დაკავშირებული ნადHII-ის და ნმდა გლუტამატური რეცეპტორების
სუბერთეულების ცვლილებების შესწავლა ტრენირებიდან 24 საათის შემდეგ. იმუნოპრეციპიტაცია
განხორციელდება Src პროტეინ კინაზას- წინააღმდეგ გამომუშავებული ანტისხეულებით. ეს ამოცანა
ანალოგიურია წინა ამოცანისა და იქნება ამოცანა (iii)-ის კონტროლი და შევსება; (v) Src პროტეინ კინაზას
ფოსფორილირების ცვლილების შესწავლა 2 საიტზე; ერთი მათგანის ფოსფორილირება მისი გამააქტივებელია,
ხოლო მეორე მათგანის მაინჰიბირებელია.
მიღებული შედეგები სრულიად ახლებურად, წარმოაჩენს ნადHII-Src პროტეინ კინაზა-ნმდა რეცეპტორული
კომპლექსის მონაწილეობის მოლეკულურ მექანიზმებს იმპრინტინგის გრძელვადიანი მეხსიერებაში.
პროექტები » ყველას ნახვა