
კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში ტენდენციები, გამოწვევები პოლიტიკური კვლევის პრაქტიკა
სოციალური მეცნიერებებისათვის დამახასიათებელია მჭიდრო კავშირი თეორიასა და ემპირიულ კვლევას შორის,
უფრო უკეთ რომ ითქვას არ არსებობს თეორია ემპირიული დადასტურების გარეშე. ამიტომ საზოგადოებრივი
ცხოვრების ამა თუ იმ ასპექტის შესწავლის მიზნით მეცნიერები რეგულარულად ატარებენ ემპირიულ კვლევებს,
რათა შეამოწმონ ესა თუ ის მეცნიერული მოსაზრება/ჰიპოთეზა/ვარაუდი. კვლევის შედეგები ხშირად იწვევს
არსებული თეორიების გადასინჯვას და დახვეწას, ზოგჯერ კი ძველი თეორიის უარყოფას და ახალი თეორიის
წარმოშობას. შედეგად მეცნიერების განვითარება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული კვლევის როგორც
ინსტრუმენტის მეთოდების განვითარებასთან. ასევე ცნობილია, რომ სოციალური კვლევის წარმატება
დამოკიდებულია საზოგადოების კეთილგანწყობაზე მკვლევარების მიმართ, რესპონდენტების ნდობაზე
ინტერვიურესადმი და კვლევითი ორგანიზაციისადმი, მათ რწმენაზე, რომ კვლევა ტარდება კეთილსინდისიერად,
ობიექტურად, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვით და რომ დაცული იქნება ობიექტურობა. ამ სტანდარტების
დაცვა გამოწვევაა მკვლევარისთვის და ერთ-ერთი სფერო სადაც ეს გამოწვევა განსაკუთრებით მწვავედ დგას
პოლიტიკაა.
საქართველოში ბოლო 12-15 წლის განმალობაში პოლიტიკური პროცესები ითვალისწინებდა კლევითი სფეროს
ჩართულობას. კვლევა გამოიყენებოდა როგორც სამუშაო პროცესის ასევე საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, ერთის
მხრივ კვლევა ზომავდა მოსახლეობის განწყობებს, მეორეს მხრივ პოლიტიკური პარტიების მიერ გამოიყენებოდა
როგორც კონკურენტებთან უპირატესობის დასტური, იარაღის ფუნქციას ასრულებდა საინფორმაციო ომში.
პოლიტიკური პარტიები კვლევის შედეგებს იყენებდნენ თავისი საარჩევნო სტრატეგიის, გზავნილების
ჩამოყალიბებისა და სააგიტაციო მასალების შექმნისთვის. კვლევის აქტიურმა მონაწილეობამ პოლიტიკურ
პროცესებში კვლევის ხარისხისა და მეთოდების მიმართ შექმნა ხარისხის მიმართ მაღალი მოთხოვნა. ამიტომ სხვა
კვლევით სფეროებს შორის შექმნა პირობა მეთოდოლოგიური მხარის განსაკუთრებული განვითარებისა და
დახვეწისათვის. შედეგად ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაგროვდა ძალიან დიდი კვლევითი და
სტატისტიკური მასალა მონაცემთა ბაზების სახით. ნაწილი მონაცემებისა ხელმისაწვდომია კვლევითი კომპანიების
საიტებზე, არის მნიშვნელოვანი ნაწილი რომლებიც ინახება კვლევითი კომპანიების არქივებში. უნივერსიტეტისა და
კერძო კომპანიების თანამშრომლობა ამ საკითხთან მიმართებაში ძალიან ნაყოფიერ საფუძველს შექმნის მონაცემების
ბაზების ერთად თავმოყრისა და ანალიზისათვის.
მნიშვნელოვანია ეს ცოდნა, გამოცდილება და ინფორმაცია გავუზიაროთ ახალგაზრდა პროფესიონალებს და
სტუდენტებს. სწორედ ამას ისახავს მიზნად საზაფხულო სკოლა. მნიშვნელოვანია, რომ გარდა ქართველი
მეცნიერებისა სკოლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ გერმანელი და ამერიკელი კოლეგებიც. ამ მეცნიერებს
გააჩნიათ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მდიდარი გამოცდილება და სკოლის მსმენელები ბევრ
,პროფესიისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ მათი ლექციებიდან.
ეს სკოლა იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციოლოგიისა და კვლევითი ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნას პლატფორმა პროფესიონალთა ურთიერთობისათვის
ემპირიული კვლევების მეთოდოლოგიებისა და სიახლეების თემაზე.
პროექტები » ყველას ნახვა