ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2019-03-01 - 2022-03-01

შირაქის ველის პალეოგარემოს რეკონსტრუქცია - ადრეული სახემწიფო ფორმირებების კვალი სამხრეთ კავკასიაში

წარსულში გარემოში მომხდარი ცვლილებების და ადამიანზე მისი გავლენის კვლევა გვაწვდის
მნიშვნელოვან ინფორმაციას ადამიანის და გარემოს ურთიერთქმედებაზე, ამავე დროს საშუალებას
გვაძლევს უკეთ განვსაზღვროთ გარემოში მოსალოდნელი შემდგომი ცვლილებები და შესაბამისი
სოციო-ეკონომიკური შედეგები. შემოთავაზებული კვლევის ობიექტი საქართველოს უკიდურესი
სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონს წარმოადგენს, რომლის გარემოც განიცდიდა მნიშვნელოვან
ცვლილებებს გვიანი ჰოლოცენის პერიოდის განმავლობაში.
ჩვენი საკვლევი არეალი ხასიათდება სემიარიდული კლიმატით (ნალექების წლიური რაოდენობა <500
მმ) და დღეისათვის წარმოდგენილია მშრალი სტეპური ლანდშაფტით.
გეომორფოლოგიურად შირაქის ველი წარმოადგენს თითქმის მოსწორებულ რელიეფის ფორმას,
რომელიც იზოლირებულია ბორცვების სისტემით, ზ.დ. 500-600 მ სიმაღლეზე და გადაჭიმულია 800კმ2
ფართობზე. დღეისათვის საკვლევი რეგიონში თითქმის არ არის დასახლებები, თუმცა
ბოლოდროინდელი კვლევები, აერო/სატელიტური ტექნოლოგიების გამოყენებით და არქეოლოგიური
დაზვერვები, ასევე ადრე განხორციელებული კვლევები გვიჩვენებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ადრეული
ადამიანის არსებობის უწყვეტი კვალს მოყოლებული პალეოლითიდან, რომელიც უეცრად წყდება გვიან
ბრინჯაოს - ადრე რკინის ხანაში. ახლახანს დაწყებული არქეოლოგიური გათხრები დიდნაურის
ნაქალაქარზე კი გვაწვდის საინტერესო ინდიკაციას ადრეული სახელმწიფოებრივი ფორმირების
არსებობაზე, რომელიც დღევანდელთან შედარებით გაცილებით კომფორტულ გარემო პირობებში
არსებობდა.
2 | დანართი №3. საპროექტო წინადადება
დაგეგმილი კვლევა დაფუძნებულია თანამედროვე მიდგომებზე: კომპლექსური არქეოლოგიური კვლევა
აერო ფოტოგრამმეტრიული გადაღებების და ვიბრო ბურღის გამოყენებით; შესაძლო პალეო
მდინარეების ჰიდროლოგიური მოდელირება; საველე გეომორფოლოგიური და ლაბორატორიული
კვლევები, ქრონოსტრატიგრაფიული ჭრილების აგება. არქეოლოგიური დაზვრვები და გათხრები.
კვლევის მიზანია პასუხი გაეცეს შემდეგ აქტუალურ საკითხებს i) ჰოლოცენის მეორე ნახევარში
რეგიონში უკვე მომხდარ და ამჟამად მიმდინარე გარემოს ცვლილებებს; ii) განისაზღვროს მიმდინარე
ცვლილებებში ბუნებრივი თუ ანთროპოგენული გავლენის წილი; iii) თუ როგორი იყო ადრეული
საზოგადოებების რეაგირება გარემოში მომხდარ ცვლილებებზე. (iv) რეგიონში შესაძლო ადრეული
სახელმწიფო ფორმირებების ჩამოყალიბებისათვის ხელმისაწვდომი ბუნებრივი რესურსების შეფასება.


პროექტები » ყველას ნახვა