
სტრესით გამოწვეული ძილის დარღვევა: კორტიკოტროპინრილიზინგ ფაქტორის როლი
კორტიკოტროპინ-რილიზინგ ფაქტორი (კრფ), სტრესზე პასუხების მარეგულრებელ მთავარ ნეიროპეპტიდს
წარმოადგენს, რომელიც ჩართულია სტრესულ სიტუაციებში ძილის დათრგუნვაში. ჩვენი ჰიპოთეზით
სტრესით გამოწვეული ძილის დარღვევა მოიცავს მომატებული კრფ-ის ტრანსმისიის დამთრგუნველ
მოქმედებას ძილის მარეგულირებელ საკვანძო მნიშვნელობის ნეირონულ სისტემებზე. წარმოდგენილი
პროექტის პირველ სპეციფიურ ამოცანაში ჩვენ განვსაზღვრავთ მწვავე სტრესის დროს კრფ-ის ტრანსმისიის
ფარმაკოლოგიური დათრგუნვის ეფექტებს ძილ-ღვიძილის ქცევაზე და პრეოპტიკური ჰიპოთალამუსის
ძილთან დაკავშირებულ აქტივობაზე. ვირთაგვებს ინტრაცერებროვენტრიკულურად შეყვანილ ექნებათ
ანტალარმინი (ანტ, კრფ-რეცეპტორ1 ანტაგონისტი), რის შემდგომაც განიცდიან მწვავე, სახეობისათვის
სპეციფიკური ფსიქოლოგიური სტრესორის - გალიის შეცვლის პარადიგმას (იხ. გამოყენებული
ლიტერატურის სია/ რეფ. #21), და ჩაიწერება პოსტ-სტრესული ძილი. სტრესის ზემოქმედებიდან 5.5 სთ-ში
(იხ. რეფ. #21), ვირთაგვებს ჩაუტარდებათ ტრანსკარდიალური პერფუზია. თავის ტვინის ქსოვილი
მომზადდება ორმაგი იმუნოშეღებვისათვის c-Fos ცილისა და გლუტამინის მჟავას დეკარბოსილაზისათვის
(GAD). პროექტის მეორე სპეციფიურ ამოცანაში ჩვენ განვსაზღვრავთ კრფ ნეირონების ქემოგენეტიკური
გამოთიშვის ეფექტებს სტრესით გამოწვეულ ძილის დარღვევებზე. კრფ-ires-cre თაგვების ცალკეულ
ჯგუფებს ჰიპოთალამუსის პარავენტრიკულურ ბირთვში და ამიგდალას ბირთვებში ინექცირებულ ექნებათ
AAV-hSyn-DIO-hM4Di-mCherry. ინექციიდან ოთხ კვირაში (რათა მოხდეს გენთა რეკომბინაცია და
ექსპრესია), თაგვებს ინექცირებულ ექნებათ კლოზაპინ-ნ-ოქსიდი (კნო), განთავსდებიან მამრი ვირთაგვის
დაბინძურებულ გალიებში (იხ. საპილოტე მონაცემები) და ჩაიწერება ძილი. ჩვენი პროგნოზით ანტ-
2 | დანართი №3. საპროექტო წინადადება
შეყვანილ ვირთაგვებში გამოვლინდება უფრო ხანგრძლივი და კონსოლიდირებული ძილი, და პრეოპტიკურ
ჰიპოთალამუსში Fos+გაემ-ერგული ნეირონების უფრო დიდი რაოდენობა საკონტროლო ჯგუფის
ვირთაგვებთან შედარებით. კრფ-ნეირონების ქემოგენეტიკური გამოთიშვით შესუსტდება სტრესით
გამოწვეული ძილის დარღვევები. საერთო ჯამში, წარმოდგენილი კვლევით შეიქმნება ახალი ცოდნა (1)
რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სტრესით გამოწვეული ძილის დარღვევების ფუნდამენტური
მექანიზმების საფუძვლების შეცნობაში და (2) სტრესით გამოწვეული ძილის დარღვევებისა და ამასთან
ასოცირებული ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციის/მკურნალობის ახალი სტრატეგიების შემუშავების
სამეცნიერო საფუძველი შეიქმნება.
პროექტები » ყველას ნახვა