ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2019-03-01 - 2022-03-01

კულტი და თაყვანისცემა ბიზანტიურ ისტორიოგრაფიულ ნარატივში (VIII-XIII სს)

ბიზანტიური ისტორიოგრაფიული ტექსტები ასახავს ღირებულ მასალას კულტისა და
თაყვანისცემის გამოვლინებების მხრივ. წარმოდგენილი პროექტის მიზანია ამ მონაცემების შესწავლა
და ანალიზი, რათა შეიქმნას ახალი ცოდნა ბიზანტიის ისტორიოგრაფიაში რელიგიის ფუქციის
კვლევის მხრივ. ბიზანტიური და, ზოგადად, შუასაუკუნეების ისტორიოგრაფიული თხზულებების
შესწავლა მათში არა მყარი ისტორიული ფაქტებისა და თარიღების ძიების, არამედ სოციალური და
კულტურული დეტალების გამოვლინების მიზნით, აქტუალური ტენდენციაა თანამედროვე
მეცნიერებაში. მაგალითად, ბოლო წლების განმავლობაში დიდი ყურადღება ეთმობა სიზმრებისა და
სასწაულების ფენომენს ბიზანტიელი ისტორიკოსების ტექსტებში. ამგვარ მიდგომას თავისთავად
მივყავართ ბიზანტიელ ავტორთა მოტივებისა და მიზნების გააზრებისაკენ, როდესაც ისინი
ისტორიოგრაფიულ ტექსტს ქმნიან. სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა პლენარული სხდომა - “როგორ
წერდნენ ბიზანტიელები ისტორიას” - რუთ მაკრიდის მოდერატორობით „ბიზანტინისტთა
საერთაშორისო კონგრესზე“ (ბელგრადი 2016).
ბიზანტიის ისტორიოგრაფიულ თხზულებებში ასახული კულტისა და თაყვანისცემის
სისტემური კვლევა აქამდე არ ჩატარებულა. რაც ზემოთაღნიშნული ტენდენციის კონტექსტში უნდა
იქნეს მოაზრებული და წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მეცნიერულ სიახლეს
განსაზღვრავს. პროექტის ფარგლებში განვიხილავთ ისტორიულ ნარატივებს რელიქვიების, ხატების,
არქიტექტურული ძეგლების, რელიგიური რიტუალების, სასწაულებისა და სხვა დეტალების შესახებ,
რაც კავშირშია რელიგიის ფუნქციასთან ბიზანტიაში. კერძოდ, გამოკვლეული იქნება შუა პერიოდის
ბიზანტიელ ისტორიკოსთა (VIII-XIIIსს) წინასწარ შერჩეული თხზულებები. კვლევასთან ერთად
2 | დანართი №3. საპროექტოწინადადება
პროექტი გულისხმობს ამ მონაკვეთების ქართულ ენაზე თარგმნას. გარკვეული ცვლილებები,
ტექსტების/ავტორების დამატება და გამოკლება, შედარებითი ანალიზი ქართული ან სხვა მასალის
გათვალისწინებით, ასევე ტიპოლოგიური პარალელების გამოვლენა დამოკიდებულია კვლევის
პროცესზე. ჩვენ მიერ არჩეულ იქნა პერიოდი VIII-დან XIII საუკუნემდე, რაც ემთხვევა
ხატმებრძოლეობას (c. 680-850) და რაც ნაკლებაა შესწავლილი გვიანანტიკურობასთან შედარებით. იმ
დრო, როდესაც პროექტი „წმინდანთა კულტი“, რაც ხორციელდება ოქსფორდის უნივერსიტეტში
დოქტორ ბრაიან ვორდ-პერკინსის ხელმძღვანელობით განიხილავს წმინდანის კულტის განვითარებას
მისი წარმოშობიდან ახ.წ. 700-მდე მთელს საქრიასტიანო სამყაროში და მოიცავს, ასევე,
გვიანანტიკურობის ხანის ბიზანტიურ ისტორიულ თხზულებებს.
გარდა ამისა, საპროექტო წინადადების მნიშვნელოვანებას განსაზღვრავს ნარატივისა და
გამოსახულების ურთიერთქმედება ბიზანტიურ ტრადიციაში, რამდენადაც წერილობითი წყაროების
გამოყენება ბიზანტიურ ხელოვნებათმცოდნეობაში მნიშველოვანი კომპონენტია
ხელოვნებათმცოდნეებისა და ფილოლოგების კვლევებში (სირილ მანგო, ქრისტოფერ ვოლტერი,
თომას მეთიუ, ჰენრი მაგირი, ჰანს ბელტინგი, პიოტრ გროტოვსკი და სხვები).
პროექტის შედეგების გავრცელება მოხდება მაღალრეიტინგული პუბლიკაციისა და
მონოგრაფიის სახით, ასევე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებზე.
პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის
შესრულების მესამე წელიწადს და იგი იქნება ღია საჯარო და აკადემიური წრეების
წარმომადგენლებისთვის.
პროექტის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობის ჩამოყალიბება და გაძლიერება
საქართველოს გუნდსა და პროექტის უცხოელ კვლევით კონსულტანტებს შორის და საერთო
კვლევითი ინტერესები ხელს შეუწყობს გრძელვადიან თანამშრომლობას და პარტნიორობას შემდგომ
პროექტებთან ან / და საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებით; ის გაზრდის კვლევის
ხარისხს და საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით ჟურნალებში ერთობლივი სამეცნიერო სტატიების
რაოდენობას.
1. სამეცნიერ


პროექტები » ყველას ნახვა