ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2019-03-01 - 2022-03-01

დემოკრატიული მოქალაქეობა საქართველოს სკოლებში: გამოწვევები და განითარების გზები

თანამედროვე სამყაროს გლობალური გამოწვევა დემოკრატიული მოქალაქეობის განვითარებაა.
დემოკრატიული მოქალაქეობა მოიცავს ქმედითი უფლებებისა და თავისუფლებების ერთობას,
კანონმორჩილებას, დემოკრატიისადმი გარკვეულ ემოციურ მიჯაჭვულობას და დემოკრატიული
საზოგადოების აქტიური წევრობისათვის აუცილებელ უნარებს. საქართველოში კვლევის აქტუალობას
განაპირობებს განათლების საბჭოთა სისტემისგან მემკვიდრეობით მიღებული და შემორჩენილი
ავტორიტარიზმი, ცენტრალიზებული მმართველობა და თანამედროვე პედაგოგიური მიდგომების
არაჯეროვანი ცოდნა/გამოყენება. სწავლების პრიორიტეტულ ამოცანად პედაგოგთა უმრავლესობა
რეცეპტორულ ცოდნას მიიჩნევს, რაც იწვევს მოსწავლეებში კრიტიკული, დამოუკიდებელი და შემოქმედებითი
აზროვნების განვითარების შეფერხებას. სწავლების მოძველებული მოდელი ბარიერს ქმნის სასკოლო სივრცეში
დემოკრატიული მოქალაქეობის განვითარებისათვის. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების
განვითარებას ასევე აფერხებს: კულტურული მრავალფეროვნებისადმი არატოლერანტული დამოკიდებულება;
სამოქალაქო იდენტობისა და მოქალაქეობრივი აქტიურობის დეფიციტი; პოსტსაბჭოური საზოგადოებისთვის
დამახასიათებელი ეროვნული იდენტობის ფსევდო მარკერების არსებობა.
განათლებაში დემოკრატიული მოქალაქეობის არსი ეფუძნება სხვადასხვა ქვეყნის მრავალწლიან
პრაქტიკულ გამოცდილებას, სამეცნიერო კვლევებსა და საგანმანათლებლო პლატფორმებს. რაც შეეხება
საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში დემოკრატიული მოქალაქეობა ნაკლებად არის
შესწავლილი. მოსწავლეებში დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების (დმკ) გაზომვა, მათზე მოქმედი
1 | დანართი №3. საპროექტოწინადადება
ფაქტორების გავლენების იდენტიფიცირება, მოსწავლეთა დმკ-ს კორელაცია მათივე მოქალაქეობრივ
აქტიურობასთან, მოსწავლეებში დემოკრატიული მოქალაქეობის განმავითარებელი ფორმალური და
არაფორმალური საგანმანათლებლო მოდელების შემუშავება არის სწორედ წინამდებარე კვლევის მეცნიერული
სიახლე.
კვლევის შედეგად: ა) შეიქმნება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთა დემოკრატიული
მოქალაქეობის კომპეტენციების (დმკ) ავთენტური მოდელი; დადგინდება სამიზნე ჯგუფის დემოკრატიული
მოქალაქეობის კომპეტენციები და მათი მიმართება მოსწავლეთა მოქალაქეობრივ აქტიურობასთან. ბ)
შემუშავდება და დაინერგება მოსწავლეთა დმკ-სა და მოქალაქეობრივი აქტიურობის ხელშემწყობი
პედაგოგიური მიდგომები ფორმალური და არაფორმალური განათლებისთვის; გ) გამოიცემა მეთოდური
სახელძღვანელო და კვლევის შედეგების ამსახველი მონოგრაფია.


პროექტები » ყველას ნახვა