ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2019-03-01 - 2022-03-01

სოციალური შეჭიდულობის ძიება საქართველოს მცირე ურბანულ დასახლებებში

საბჭოთა კავშირის დაშლის და საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოდ ფორმირების, ისევე, როგორც
გლობალიზაციის ახალი ტალღით გამოწვეული ცვლილებების შედეგად, საკითხი საქრთველოში
სოციალური შეჭიდულობის შესახებ მისი მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის
მნიშვნელოვანი გახდა. წარმოდგენილი კვლევით ჩვენ გვსურს წვლილი შევიტანოთ საქართველოში
სამოქალაქო ინტერგრაციის კვლევებში, მცირე ურბანულ დასახლებებში სოციალური შეჭიდულობის
კვლევისთვის ინსტრუმენტის შექმნით. რეპრეზენტატული კვლევის მინაცემების დამუშავების
გვერდით, ჩვენ ჩავატარებთ თვისებრივ კვლევებს საქართველოს ხუთ პატარა ქალაქში. და, ასევე
თბილისში, როგორც საკონტროლო ადგილზე, რათა გავაანალიზოთ, თუ როგორია საქართველოს
რეგიონებში ცხოვრების სპეციფიური აღქმები. სიღრმისეული ინტერვიუსა და ფოკუს-ჯგუფის
მეთოდით მიღებული ემპირიული მონაცემები არსებითად მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა
ურბანულ პირობებში სოციალური შეჭიდულობის ინდივიდუალურ გამოცდილებებს ნათელი
მოვფინოთ. რეპრეზენტატული მეორადი მონაცემთა ბაზების ანალიზის მიზანს არ წარმოადგენს
მარტოოდენ იმის გარკვევა, თუ მოსახლეობის რა ნაწილს გააჩნია სპეციფიური გამოცდილება და
განწყობები სოციალური შეჭიდულობის მიმართ. არამედ, ასევე, იმისთვის, რომ გამოვიყენოთ
ორცვლადიანი და მრავალცვლადიანი სტატისტიკური მეთდები და გავარკვიოთ, თუ რა
მნიშვნელოვანი ფაქტორები ახდენენ საქართველოში სოციალური შეჭიდულობის დონეზე
ზემოქმედებას. ჩვენ წვლილს შევიტანთ სოფლის რეგიონების მომავალ შედარებით კვლევაში
ევროპულ დონეზე. გავიგებთ სოფლის მოსახლეობსგან დაცლის სპეციფიკას და სახელმწიფოსა და
სამოქალაქო აქტორებს შევთავაზოთ კვლევაზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს პოლიტიკის
წარმოებისთვის, თუ როგორი მიდგომა ქონდეთ ამ საკითხისადმი მომავალში. ამ თემატიკაზე სამი
2 | დანართი №3. საპროექტო წინადადება
სამეცნიერო პუბლიკაციის და ქართულენოვანი მონაგრაფიის გამოქვეყნების გარდა, ჩვენ ვგეგმავთ
ძლიერი ევროპული კონსორციუმის შექმნას ევროკავშირის კვლევის ფონდებში მომავალი
განაცხადისთვის. ნაციონალურ დონეზე ჩვენი კვლევა განხილული იქნება კვლევითი დისკუსიებში,
სოციოლოგთა ყოველწლიურ კონფერენციაზე და საერთაშორისო კონფერენციაზე პროექტის
დასრულებისას. 


პროექტები » ყველას ნახვა