ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2019-03-01 - 2022-03-01

მსხვილმაშტაბოვანი სტრუქტურები და ტალღები მზის ქარში

განმახორციელებელი:: თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი

მზის ქარი არის მზის კორონიდან მომავალი იონიზირებული გაზის უწყვეტი ნაკადი. მზის ქარის
ნაკადის ხასიათი ცვალებადია მზის ციკლის მიხედვით. ყველაზე კარგად გამოკვეთილი რეგულარული
ნაკადებს ადგილი აქვს მზის მინიმუმში, როდესაც ხშირად დაიმზირება მდგრადი, სწრაფი მზის ქარი,
რომელიც ჩნდება კორონაში ღია მაგნიტური ძალწირების მიდამოში. მზის ქარი ტურბულენტურია და
სწრაფ მზის ქარში შეშფოთებები ძირითადად ალვენის ტალღებს წარმოადგენენ. ნელი ქარი გაცილებით
ნაკლებად სტაბილურია და გენერირდება ჩაკეტილი მარყუჟებისა და კორონალური სტრიმერების
მახლობლად. ეს რეგიონები ასევე ასოცირდება კორონალური მასების ამოფრქვევებთნ - რომლებიც
მზის აქტივობის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ფორმას წარმოადგენს. ამ ამოფრქვევების დროს ხდება
პლაზმის უზარმაზარი მასების ამოფრქვევა და გატანა პლანეტაშორის სივრცეში. მზიდან დაშორების
შემდეგ ამ მსხვილმასტაბოვანი პლაზმის სტრუქტურებს უწოდებენ პლანეტაშორის კორონალურ
ამოფრქვევებს და მათი ერთ ერთი ფორმაა მაგნიტური ღრუბლები. მაგნიტური ღრუბლები მზის ქარში
სწრაფად მოძრაობენ როდესაც ისინი მაგნიტოსფერის აღწევენ, მაგნიტური ღრუბლები
ურთიერთქმედებენ დედამიწის მაგნიტურ ველთან რის გამოც მათ დედამიწაზე მნიშვნელოვანი
ზარალის გამოწვევა შეუძლიათ (თანამგზავრული კავშირებისა და ელექტრული ქსელების დაზიანება
და ა.შ.). წარმოდგენილი პროექტი გულისხმობს მაგნიტური ღრუბლებისა და მსხვილმაშტაბოვანი
ალვენის ტალღების დინამიკის შესწავლას მზის ქარში ანალიზური მიდგომითდა და სხვადასხვა
თანამგზავრული მისიების მიერ მოპოვებული მზის ქარის მონაცემების დამუშავების მეშვეობით.
სახელდობრ, ჩვენ ვაპირებთ სამი კონკრეტული პრობლემის შესწავლას: მაგნუტრი ღრუბლების
თვითმსგავსი ევოლუცია მზის ქარში, მსხვილმაშტაბოვანი მზისკენ გავრცელებული ალვენის
ტალღების გენერაცია, და მზის ქარის ტურბულენტობის დაბალსიხშირული სპექტრის ფორმირება. 


პროექტები » ყველას ნახვა