ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2019-03-01 - 2022-03-01

სალმონიდები სამხრეთ კავკასიაში: კონსერვაციული სტატუსი, ტაქსონომია და გამოყენება თევზაობის მენეჯმენტში

აქ აღწერილი პროექტი გათვლილია 3 წელიწადზე და ეხება საქართველოში მობინადრე კალმახებზე
საიმედო ინფორმაციის არქონის პრობლემას(genus Salmo), როგორია პოპულაციების მდგომარეობა:
სტაბილური, მცირდება თუ იზრდება და გადარჩება თუ არა ანადრომული პოპულაცია
საქართველოში. პროექტში გამოყენებული იქნება პოპულაციური,მოლეკულური და გენეტიკური
მეთოდები მდინარეების და ტბების პოპულაციების დასახასიათებლად და ჩამოაყალიბებს ძირითად
მახასიათებლებს, რაც აუცილებელია პოპულაციებზე ხანგრძლივი დაკვირვებისთვის. იგი ასევე
შეეხება კავკასიის რეგიონში სალმოს სახეობების ტაქსონომიურ კითხვებს, არის თუ არა კავკასიაში ეს
სახეობები ენდემური, თუ ისინი რეგიონალური ვარიანტებია უფრო გავრცელებული ტაქსებისა.
პროექტში ასევე გამოიკვეთება არა-მშობლიური ცისარტყელა კალმახის (Oncorhynchus mykiss)
თავისუფალი საცხოვრებელი ადგილები, რათა დადგინდეს, როგორ გავლენას ახდენს ეკოსისტემაზე
და უშილს თუ არა ხელს ადგილობრივ ტაქსას. ადგილობრივი და შემოსული სალმონების შერჩევის
პარალელურად ჩვენ ავიღებთ წყლის ნიმუშებს და შევამოწმებთ თევზის ბაქტერიული და
პროტოზოული პათოგენების არსებობაზე, რათა შევაფასოთ საქართველოში სალმონიდების
ჯანმრთელობის ხარისხი და პოტენციური საფრთხე ქართული ეკოლოგიური და ეკონომიკური
ა ნ დე რს ონ ი
2 | დანართი №3. საპროექტო წინადადება
ბუნებრივი რესურსისთვის. ეს პროექტი მოგვცემს ძირითად ინფორმაციას სალმონიდებზე
საქართველოში, ასევე პასუხობს სასოფლო-სამეურნეო სამინისტროს მიერ გამოცემულ დირექტივებს
ადგილობრივი თევზის მარაგის დაცვასთან დაკავშირებით და წაახალისებს უსაფრთხო და
ეკონომიკურად მომგებიან აკვაკულტურას საქართველოში.


პროექტები » ყველას ნახვა