
დედამიწასთან მიახლოებული ასტეროიდების ფიზიკური და დინამიკური მახასიათებლის შესწავლა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში
წარმოდგენილი პროექტის მიზანია შესწავლილ იქნას დედამიწასთან მოახლოებადი
ასტეროიდების (დმა) ფიზიკური მახასიათებლები და ფოტომეტრიული და ასტრომეტრიული
დაკვირვებების საფუძველზე დაზუსტდეს მათი ორბიტის ელემენტები. დმა-ების საფუძვლიან
შესწავლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთი ფუნდამენტური კვლევებისათვის,
როგორიცაა: მზის სისტემის სხეულების ევოლუცია, ჯერადი ასტეროიდების ფორმირება და
ფრაქტრაცია. გამოყენებითი მეცნიერებებისათვის დმა-ები წარმოადგენენ მინერალებისა და
მეტალების დედამიწასთან ახლომდებარე წყაროებს. მათი ფიზიკური და დინამიკური
მახასიათებლების იდენტიფიკაცია აუცილებელია მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფების ან
ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების დროულად თავიდან ასაცილებლად. პროექტი მოიცავს დმაების დაკვირვებას აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაში 70 სმ-იანი მენისკური
ტელესკოპით, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მუხტკავშირიანი CCD კამერით. აღსანიშნავია,
რომ აბასთუმანი წარმოადგენს ადგილს მრავალი მოწმენდილი და მაღალი გამჭირვალების მქონე ცით.
წელიწადში ასეთი ღამეების რაოდენობა 200-ზე მეტია. ასტეროიდების კოორდინატების განსაზღვრის
სიზუსტე დაახლოებით 0.5 რკალის სეკუნდია. ფოტომეტრია მოიცავს ფარდობითი და აბსოლუტური
ვარსკვლავიერი სიდიდეების გაზომვებს. ფარდობითი სიდიდეების განსაზღვრისას გამოირიცხება
ატმოსფერული შთანთქმა ახლომდებარე შესადარი ვარსკვლავების საშუალებით. ასეთი
ფოტომეტრიის სიზუსტეა 0.005-0.02 ვარსკულავიერი სიდიდე. ასტეროიდების აბსოლუტური
ვარსკვლავიერი სიდიდეების განსაზღვრა (კალიბრებული ფოტომეტრია) მოიცავს ასტეროიდებისა და
შესადარი ვარსკვლავების ვარსკვლავიერი სიდიდეების განსაზღვრას სტანდარტულ ფოტომეტრიული
2 | დანართი №3. საპროექტო წინადადება
ვარსკვლავების მიმართ. აბსოლუტური ფოტომეტრიის სიზუსტე განისაზღვრება გამოყენებული
სტანდარტების სიზუსტით და ატმოსფერული პირობებით, რომელიც 0.01-0.03 ვარსკვლავიერ
სიდიდეს შესაბამება. ასტეროიდების დაკვირვებები და მონაცემთა დამუშავება აბასთუმნის
ობსერვატორიაში იწარმოებს მჭიდრო საერთაშორისო კოლაბორაციაში. პროექტის მკვლევართა
ჯგუფი შედგება: პროექტის ხელმძღვანელის, კოორდინატორის და ორი ახალგაზრდა მეცნიერისგან.
პროექტის ყველა მონაწილეს გააჩნია ერთობლივი მეცნიერული მუშაობის საკმარისი გამოცდილება
რომელიც წარმოადგენს საფუძველს პროექტის წარმატებული განხორციელებისათვის. პროექტის
განსახორციელებლად არსებული კვლევის ინფრასტრუქტურა, მჭიდრო თანამშრომლობა პროექტის
მონაწილეებსა და უცხოელ დამკვირვებლებს შორის ქმნის იმის საფუძველს, რომ პროექტის ამოცანები
წარმატებით გადაწყდეს. პროექტის განხორციელების პროცესში შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს
ტელესკოპი ან სხვა დამხმარე მოწყობილობა. ასეთ შემთხვევაში შეფერხება აღმოიფხვრება პროექტის
მონაწილეთა და ობსერვატორიის დამხმარე პერსონალის მეშვეობით.
პროექტები » ყველას ნახვა