
ენის ათვისება ქართულენოვან ბავშვებში
მოცემული პროექტი მიზნად ისახავს ენის ტიპური ათვისების სხვადასხვა ასპექტის შესწავლას ქართულენოვანი ბავშვის ენის ნიმუშების შეგროვების, დოკუმენტირების, კოდირებისა და ანალიზის სტრუქტურირებული პლატფორის გამოყენებით. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენის
განვითარების შეფერხებისა და ენის ატიპური განვითარების შემდგომი კვლევებისთვის ტიპური განვითარების ნორმების განსასაზღვრად. კვლევა ენის დარღვევების სფეროს მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს უზრუნველყოფს ტიპური განვითარების ამსახველი მონაცემებით ქართული ენის
შემთხვევაში, მათ შორის მორფო-სინტაქსის სტრუქტურების აღმოცენებასა და ლექსიკური განვითარებაზე.
კვლევის ფარგლებში შეიქმნება ანოტირებული და სრულებით კოდირებული ქართულენოვანი ბავშვის ენის კორპუსი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მკვლევრებისთვის როგორც საქართველოში, ასევე ენის ათვისებით დაინტერესებული საერთაშორისო ექსპერტებისთვის. მოცემული ინფორმაცია ღირებული იქნება ენისა და მეტყველების თერაპევტების პრაქტიკული საქმიანობისთვის. კვლევის ფარგლებში შეგროვებული მონაცემების ანალიზი მრავალი ასპექტის გათვალისწინებით იქნება შესაძლებელი (მორფოლოგიური, სინტაქსური, სემანტიკური, პრაგმატული).
პროექტები » ყველას ნახვა