ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2019-03-01 - 2020-03-02

საქართველოს ეთნობიოლოგია: ისტორიული პერსპექტივა

ისტორიული ჭრილი ნებას გვაძლევს თვალნათლივ დავინახოთ ეთნობიოლოგიური ცოდნის მეტად
მნიშვნელოვანი თვისება: ეს ცოდნა გროვდებოდა და სულ უფრო იხვეწებოდა მთელი ჩვენი
პრეისტორიის მანძილზე. ამ ტიპის ცოდნამ განაპირობა სწორედ ტრადიციული საზოგადოებების
პროგრესი და განვითარება, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. პრეისტორიის ბოლომდე
ეს ცოდნა მხოლოდ ერთი, ტრადიციული (არადამწერლობითი) ფორმით არსებობდა და სწორედ
ასეთი ფორმით არსებული ცოდნის პროგრესმა მოგვცა საბოლოო ჯამში ადრეული ცივილიზაციები
და ცოდნის დამწერლობითი ფორმები. ისტორიული ჭრილი ასევე გვაჩვენებს, რომ გარკვეული
ტრადიციები ძალიან მდგრადია და ათასწლეულების მანძილზე ნარჩუნდება; ეს მდგრადობა არის
კიდეც ტრადიციული მეურნეობების მდგრადობისა და ადაპტურობის საფუძველი. ამას კი
მნიშვნელობა აქვს კრიტიკული სიტუაციების მართვისა და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების
მიღწევისთვის. 


პროექტები » ყველას ნახვა