ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2019-03-01 - 2020-03-02

დიმიტრი უზნაძის ნაშრომები და მათი თანამედროვე ინტერპრეტაცია

დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი ახორციელებს პროექტს: „დიმიტრი უზნაძის
მემკვიდრეობის შენარჩუნება და პოპულარიზაცია“. ამ პროექტის ფარგლებში ინსტიტუტის
თანამშრომლებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა მოამზადეს წიგნი, რომლის მიზანია უზნაძის
მემკვიდრეობის იმ ნაწილის წარმოჩენა, რომელიც მას ფრანკოფონიურ სამყაროსთან აკავშირებს.
წიგნში შევიდა დიმიტრი უზნაძის 2 ფილოსოფიური და 1 ფსიქოლოგიური ნაშრომი, მათი განხილვა
თანამედროვე ქართველი სპეციალისტების მიერ და შვეიცარელი ფსიქოლოგების სტატია. წიგნის
ქართულ ენაზე გამოცემა მნიშვნელოვანია ქართულენოვანი მკითხველისათვის, მათ შორის, მათთვის,
ვისაც არ შეუძლია ფრანგულად ან გერმანულად კითხვა, ან, უბრალოდ, ამ წყაროებზე არ მიუწვდება
ხელი. გაკეთდება წიგნის პრეზენტაცია ფართო აუდიტორიისათვის, ელექტრონული ვერსია
გამოქვეყნდება ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდზე, ის დაურიგდება უნივერსიტეტების
ბიბლიოთეკებს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. 


პროექტები » ყველას ნახვა