
შირაქის ველის პალეოგარემოს რეკონსტრუქცია – ადრეული სახელმწიფო ფორმირებების კვალი სამხრეთ კავკასიაში
დაგეგმილი კვლევა დაფუძნებულია თანამედროვე მიდგომებზე: კომპლექსური არქეოლოგიური კვლევა აერო ფოტოგრამმეტრიული გადაღებების და ვიბრო ბურღის გამოყენებით; შესაძლო პალეო მდინარეების ჰიდროლოგიური მოდელირება; საველე გეომორფოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები, ქრონოსტრატიგრაფიული ჭრილების აგება. არქეოლოგიური დაზვრვები და გათხრები. კვლევის მიზანია პასუხი გაეცეს შემდეგ აქტუალურ საკითხებს i) ჰოლოცენის მეორე ნახევარში რეგიონში უკვე მომხდარ და ამჟამად მიმდინარე გარემოს ცვლილებებს; ii) განისაზღვროს მიმდინარე ცვლილებებში ბუნებრივი თუ ანთროპოგენული გავლენის წილი; iii) თუ როგორი იყო ადრეული საზოგადოებების რეაგირება გარემოში მომხდარ ცვლილებებზე. (iv) რეგიონში შესაძლო ადრეული სახელმწიფო ფორმირებების ჩამოყალიბებისათვის ხელმისაწვდომი ბუნებრივი რესურსების შეფასება.
პროექტის ხელმძღვანელი: მიხეილ ელაშვილი
პროექტები » ყველას ნახვა