
კავკასიის ჭიანჭველების გვარ CARDIOCONDYLA-ს ბიმრავალფეროვნება და მულტიდისციპლინარული კვლევა
არსებული პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს თანამედროვე და ფართოდ გამოყენებული
მეთოდოლოგიების გამოყენებით კავკასიის Cardiocondyla-ს გვარის ჭიანჭველების
ბიომრავალფეროვნებისა და სასიცოცხლო ციკლების დოკუმენტირება. ეს იქნება კავკასიაში
(საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) Cardiocondyla-ს გვარის ჭიანჭველების პირველი დეტალური
შესწავლა ქცევითი, სოციომეტრული, მორფოლოგიური და მოლეკულური ანალიზების კომბინაციური
გამოყენებით.
პროექტის ამოცანების განხორციელების შემთხვევაში:
1. კვლევები, რომლებიც დაგეგმილია პროექტის ამოცანებში, მოგვცემს დეტალურ ინფორმაციას
კავკასიის Cardiocondyla-ს გვარის ჭიანჭველების მრავალფეროვნების შესახებ, რითიც გარკვეულ
წვლილს შევიტანთ ამ ცხელი წერტილის ბიომრავალფეროვნების გაგებაში;
2. კავკასიის ჭიანჭველების ფაუნისთვის ახალ-შეტყობინებული სახეობები და ასევე
მეცნიერებისთვის ახალი სახეობები იქნება გამოვლენილი;
3. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით სარწმუნო დასკვნები გაკეთდება Cardiocondyla-ს გვარის
კოლონიების და პოპულაციურ სტრუქტურაზე;
4. აღნიშნული კვლევები შეავსებს ჭიანჭველების სასიცოცხლო ციკლების ევოლუციაზე
მიმდინარე კვლევებს, სადაც Cardiocondyla-ს გვარი წარმოადგენს მთავარ მოდელს და
გააუმჯობესებს ჩვენს შეხედულებას განსხვავებული მამრების რეპროდუქციული ტაქტიკის
წარმოშობაზე;
5. მოპოვებული მასალის საფუძველზე შეიქმნება Cardiocondyla-ს გვარის ჭიანჭველების
კოლექციები. ინფორმაცია კოლექციების შესახებ ატვირთული იქნება ილიას უნივერსიტეტის
ვებ-გვერდზე, რაც საშუალებას მისცემს სპეციალისტებს და სტუდენტებს ნახონ ჩვენი
კოლექციები, დამყარდეს საქმიანი კომუნიკაციები ჩვენს უცხოელ კოლეგებთან და დაიგეგმოს
მომავალი ბილატერული თანამშროლობის გზები;
6. პროექტის შედეგები გამოქვეყნდება მაღალ რეიტინგულ ჟურნალ(ებ)ში;
7. პროექტის შედეგები გამოყენებული იქნება ტაქსონომისტების, კონსერვაციული ბიოლოგების
და ეკოლოგების მიერ. მიღებული შედეგები შესაძლოა გამოყენებულ იქნას საქართველოს,
სომხეთის და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებში უხერხემლოთა ზოოლოგიის, ეკოლოგიისა და
კონსერვაციული ბიოლოგიის კურსების სწავლების პროცესში;
8. ახალი სახეობის პარატიპები გადაეცემათ მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს: ლონდონის, პარიზის,
სანქტ პეტერბურგისა და გოერლიცის ბუნების ისტორიის მუზეუმებს და ხელმისაწვდომი
იქნება მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისთვის.
პროექტები » ყველას ნახვა