
2019-06-03 - 2022-06-03
მიოინოზიტოლი და პოსტტრავმული ეპილეფსია
წარმოდგენილ კვლევაში ვაპირებთ გამოვიყენოთ ტტდ-სა და პტე-ს კონტროლირებული კორტიკალური დაზიანების (კკდ) მოდელი თაგვებში და გამოვიკვლიოთ ტტდ-ს შემდეგ მიმდინარე თავის ტვინის ფუნქციონირების ცვლილების ქცევითი, ელექტროფიზიოლოგიური, მორფოლოგიური/ჰისტოლოგიური და მოლეკულური ასპექტები მი-ით მკურნალობის თანაობისას და მის გარეშე. ჩვენი წინა კვლევები მყარ საფუძველს გვიქმნის ვიფიქროთ, რომ წარმოდგენილი კვლევა მოგვცემს მი-ის ანტიეპილეფტოგენური თვისებების დამატებით მტკიცებულებებს, რაც შესაძლო საფუძველი გახდება შემდგომი ტრანსლაციური კვლევისთვის და ახალი ანტიეპილეფტოგენური და ანტიეპილეფსიური პრეპარატის შექმნისთვის.
პროექტის ხელმძღვანელი: ეკა ლეფსვერიძე
პროექტები » ყველას ნახვა