ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2020-03-02 - 2023-12-01

ეპიგენეტიკური ცვლილებეის აღმოჩენა და მათი მნიშვნელობის გაცნობიერება ჰემატოლოგიურ პაციენტებში საქართველოში (რეგიონი, რომელიც დაზარალდა ჩერნობილის აფეთქ

იმის მიუხედავად რომ გლობალურად სხვადასხვა ტიპის სიმსივნისგან გამოწვეული სიკვდილიანობა
იკლებს, მრავლობითი მიელომის მართვა ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება, ეს პრობლრმა
გასნაკუთრებით მძიმედ დგას საქართველოში, რომელიც ჩერნობილის ბირთვული ენერგიის საწარმოს
ინციდენტის ადგილიდან, რომელიც 1986 წელს მოხდა, მხოლოდ 1448 კილომეტრითაა დაშორებული.
საკვები და სხვა პროდუქტები ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გავრცელდა საბჭოთა კავშირში
შემავალ 15 რესპუბლიკაში, მათ შორის საქართველოში. ამ ფაქტორებმა განაპირობა საქართველოს
მოსახლეობის დასხივება დაბალი დონის რადიაციით. ჩერნობილის აფეთქების შემდეგ 10 წელიწადში
გაიზარდა ჰემატოლოგიური ავთვისებიანი დაავადებების შემთხვევითობა დაზარალებულ რეგიონში,
მათ შორის მრავლობითი მიელომა (MM).
რადიაციის გავლენა დნმ-ზე საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ რადიაციას რნმ-ის პროცესინგის
მექანიზმებში ცვლილებების შეტანით, რნმ-ის დაზიანებაც შეუძლია. ჩვენი ხანგრძლივი ინტერესის
სფეროს წარმოადგენს, მცირე დოზის რადიაციით დასხივების ფართო შედეგები ეპიგენეტიკური
მექანიზმებით ტრანსკრიპტომის ცვლილებებზე, მათ შორის მისი ეფექტები რნმ-ის სპლაისინგზე
ქართველ პაციენტებში (GE MM Pts) შემდეგი მიზეზების გამო 1) საქართველოს იმ რეგიონში, რომელიც
მეტად დაზარალდა ჩენობილლის კატასტროფით, ფიქსირდება MM-ის მომატებული შემთხვევები. 2)
ჩვენმა მიმდინარე კვლევამ, რომელიც ტრანსკრიპტომების ცვალებადობის მონიტორინგს
ანხორციელებს, გამოავლინა სპლაისინგის ცვლილებების ძლიერი გავლენა MM-ის კლინიკურ
შედეგებზე. 3) კიბოს რნმ-ის სპლაისინგთან დაკავშირება არის ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა,
რომელიც გაკეთდა კიბოს გენომის სექვენსის პროექტიდან.
2 | დანართი №3.
ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად 1) ჩვენ მოვახდენთ რნმ-სიქვენსის მახასიათებლების იდენტიფიცირებას
GE MM პაციენტებში და 2) დავადგენთ შეცვლილი სპლაისინგის მიზეზებს ამ პაციენტებში. ამ
შედეგებზე დაყრდნობით და ჩვენი კვლით დადგინდება სპეციფიკური გენეტიკური ცვლილებები
ქართველ MM პაციენტებში და იდენტიფიცირდება ახალი ბიომარკერები და სამკურნალო სამიზნეები,
რაც შქმნის უნიკალურ თერაპიულ შესაძლებლობებს ამ პაციენტებისთვის.


პროექტები » ყველას ნახვა