
წვრილი ძუძუმწოვრების დნმ-ბარკოდინგის მონაცემთა ბაზა და ფაუნის შემადგენლობის დაზუსტება
კავკასიაში გავრცელებულია მცენარეების 6400, ძუძუმწოვრების 132, ფრინველების 400-ზე მეტი,
რეპტილიების 86 და ამფიბიების 17 სახეობა. რეგიონში გავრცელებულია მრავალი ათასეული
უხერხემლო სახეობა. რეგიონისთვის დამახასიათებელია მაღალი ენდემიზმი, რამაც განაპირობა
კავკასიის ეკორეგიონის ცხელ წერტილად იდენტიფიცირება.
კავკასიის ბიომრავალფეროვნების შესწავლის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის,
ალექსანდრე კიონინგის ზოოლოგიური კვლევების ინსტიტუტისა (გერმანია) და გიოტინგემის სატყეო
მეცნიერებისა და სატყეო ეკოლოგიის ინსტიტუტის (გერმანია) ძალისხმევით მიმდინარეობს პროექტი
(https://ggbc.eu), რომლის მიზანსაც წარმოადგენდა კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევა და დნმბარკოდინგის მონაცემთა ბაზის შექმნა რეგიონისთვის. რეგიონში გავრცელებულ ცოცხალ
ორგანიზმებში ყველაზე დიდ ჯგუფს წარმოადგენს უხერხემლოები, ამიტომ კავკასიის დნმბარკოდინგის მონაცემთა ბაზის შექმნისათვის ზემოთ აღნიშნულ ინსტიტუტებს შორის
თანამშრომლობა დაიწყო უხერხემლო ცოცხალი ორგანიზმების კვლევით. ქვეყანაში გაზრდილი
ინფრასტრუქუტურული პროექტების ფონზე, როდესაც ინტენსიურად იზრდება ანტროპოგენული
პრესი ბუნებრივ რესურსებსა და ბიომრავალფეროვნებაზე დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის
ბიომრავალფეროვნების შესახებ მონაცემების არსებობა. არსებული რესურსისა და გამოცდილების
გათვალისწინებით, გადაწყდა წვრილი ძუძუმწოვრების შესახებ მონაცემების დაზუსტებისთვის და
შემდგომში კავკასიის დნმ-ბარკოდინგის მონაცემთა ბაზის შესავსებად ამ სახეობების გენეტიკური
მასალის შეგროვება. საქართველოში გავრცელებულია 81 სახეობის წვრილი ძუძუმწოვარი, ჯამში 115
ქვესახეობით. ამ ქვესახეობებიდან უმეტესობა შესაძლოა დამახასიათებელი იყოს კავკასიისთვის.
2 | დანართი №3.
საქართველოში გავრცელებული წვრილი ძუძუმწოვრების უმრავლესობის ქვესახეობები განსხვავდება
ევროპული ქვესახეობებისაგან და არ არსებობს მათი გენეტიკური მონაცემები. საქართველოში
გავრცელებული სახეობებისა და ქვესახეობების შესახებ მონაცემების შეტანა დნმ-ბარკოდინგის
კავკასიისა და სხვა საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში ზრდის კვლევის სამეცნიერო ღირებულებას.
საქართველოში არასოდეს არ განხორციელებულა წვრილი ძუძუმწოვრების მიზანმიმართული
ფართომასშტაბიანი კვლევა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს წვრილი ძუმწოვრების
გენეტიკური დონეზე დამუშავება და შემდგომ ამ მონაცემების ერთიანი დნმ-ბარკოდინგის მონაცემთა
ბაზისთვის გამოყენება. კვლევის შედეგად:
• პირველად მოხდება დნმ-ბარკოდინგის საშუალებით საქართველოში გავრცელებული წვრილი
ძუძუმწოვრების გენოტიპირება, რაც საშუალებას იძლევა დავაზუსტოთ საქართველოს წვრილი
ძუძუმწოვრების ფაუნა, სახეობების სივრცობრივი განაწილება.
• მოხდება წვრილი ძუძუმწოვრების სხეულისა და ცხოველმყოფელობის ნაშთებით სახეობების
კუთვნილების დადგენა
• გაიზრდება საქართველოს ცნობადობა საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში, რადგან მიღებული
შედეგები განთავსდება საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში. ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ზოოლოგიურ კოლექციას შეემატება გენეტიკური
კოლექცია რაც გაზრდის ამ კოლექციის ღირებულებას სამეცნიერო წრეებში.
არსებული გამოწვევების დასაძლევად შემუშავდა პროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენს:
საქართველოს წვრილი ძუძუმწოვრების კვლევა და დნმ-ბარკოდინგის ერთიანი მონაცემთა ბაზისთვის
ტაქსონების გენეტიკური მონაცემების შეგროვება.
პროექტები » ყველას ნახვა