ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2020-03-02 - 2023-11-01

ეთნიკური ჯგუფები და მათი პერიოდული გამოცემები საქართველოში 1819-1921 წლებში

XIX-XX საუკუნეებში საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები მნიშვნელოვან როლს
ასრულებდნენ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, მაგრამ
ამავდროულად ისინი თავიანთ ეთნიკურ იდენტობასაც არ კარგავდნენ; ჰქონდათ საკუთარი სკოლები,
თეატრები, მწერლობა, გამოსცემდნენ გაზეთებს საკუთარ ენებზე. მათი ყოფა სათანადოდ შუქდებოდა
იმდროინდელ პრესაში.
პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების (კერძოდ, სპარსელების,
აზერბაიჯანელების, სომხების, ბერძნების, აფხაზებისა და ებრაელების) საქმიანობის, ინტერესების,
პრიორიტეტების, მსოფლმხედველობის და ზოგადად, ისტორიის შესწავლა 1819-1921 წლებში
საქართველოში მათ ენებზე დაბეჭდილი პერიოდული გამოცემების მიხედვით.
პროექტის საანალიზო პერიოდი ორ ნაწილადაა გაყოფილი, პირველი გულისხმობს 1819-1918
წლებს, ანუ საქართველოში პირველი გაზეთის გამოცემიდან პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის
შექმნამდე. ხოლო მეორე პერიოდი მოიცავს 1918-1921 წლებს - საქართველოს პირველი
დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის არასრულ სამ წელს, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი
დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში.
ჟურნალისტიკის განვითარების და ახალი პერიოდული გამოცემების გამოჩენის კვალდაკვალ
პრესა საქართველოში მცხოვრებ ეთნოსთა შესანიშნავ მატიანედ დარჩა, რომელსაც შესწავლა
სჭირდება. სხვადასხვა ინტერესის მქონე ჯგუფების მიერ დანახული და პრესის ფურცლებზე ასახული
რეალობა იმჟამინდელი ყოფის ბევრად უფრო ზუსტ სურათს მოგვცემს, ვიდრე თუნდაც
კვალიფიციური ისტორიკოსის მიერ აღწერილი ისტორია. შესაბამისად, ეთნიკური ჯგუფების
ისტორიის შესასწავლად პრესაში გამოქვეყნებული მასალის გაანალიზება აუცილებელ წინაპირობად
მიგვაჩნია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დაბეჭდილი ქართულენოვანი და რუსულენოვანი
პერიოდული გამოცემები საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, ხოლო სრულიად შეუსწავლელია
საქართველოში მცხოვრებ ეთნოსთა ენებზე გამოსული პერიოდული გამოცემები და რიგ
შემთხვევებში ამგვარი გამოცემების შესახებ ინფორმაციაც კი არ არსებობს.
2 | დანართი №3.
ჩვენი პროექტის მკვლევართა ჯგუფი სწორედ ამ ენების სპეციალისტებითაა საგანგებოდ
დაკომპლექტებული. კვლევის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში 1819-1921 წწ. გამომავალი
ეთნიკური ჯგუფების ენებზე გამოსული პერიოდული გამოცემების მოძიება, დახარისხება, მონაცემთა
ბაზის შექმნა; კვლევა გულისხმობს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის
ისტორიის შესწავლას; ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ბაზისი იქნება ამ ეთნიკური ჯგუფების
ისტორიული სამშობლოსთვის, რადგან ხელს შეუწყობს ამ ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის
კვლევას.
ბოლო ეტაპზე იგეგმება ერთობლივი კრებულის გამოცემა. ჩვენ მიერ შერჩეული
მეთოდოლოგიური მიდგომა შედარების და ანალიზის საშუალებას მოგვცემს, თუ რა მდგომარეობაა
საქართველოში არსებული ეთნიკური ჯგუფების კუთხით ცარისტული რუსეთის მმართველობის
პერიოდში და რა ხდება უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში. მოძიებული მასალის
საფუძველზე უკეთ წარმოჩინდება ამ ეთნიკური ჯგუფების საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურკულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის დეტალები; ამ თვალსაზრისით უცნობი პირებისა და
მოვლენების გამოვლენა და ანალიზიც კვლევის ერთ-ერთი პრიორიტეტია.


პროექტები » ყველას ნახვა