
საერთაშორისო კავკასიოლოგიური კონგრესი
საქართველოში მეცნიერებათა წამყვანი სამი ინსტიტუცია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ.
ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი -
წარმოადგენს საპროექტო წინადადებას კავკასიოლოგიური კონგრესის ჩატარების შესახებ. ფორუმი
მიეძღვნება საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიისა და კულტურის
თვალსაჩინო მკვლევრების, მარიამ ლორთქიფანიძის (დაბადების 100 წელი) და თამაზ გამყრელიძის ხსოვნას.
პროექტის ხელმძღვანელია ისტორიის დოქტორი გ. ჭეიშვილი, თანახელმძღვანელები - აკად. რ. მეტრეველი
და ისტორიის დოქტორი გ. სანიკიძე. კონგრესი გაიმართება 2022 წლის 3-5 ოქტომბერს; პროექტის საერთო
ხანგრძლივობა კი 18 თვეა.
ეთნიკური, ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნებით გამორჩეული კავკასია, სადაც
უმჭიდროესად გადაიხლართა წარსული და თანამედროვეობა, ყოველთვის იპყრობდა მკვლევართა
ყურადღებას. ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე ობიექტური სურათის
შექმნისთვის, კოლეგიალურ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული განსხვავებული თვალსაზრისების
გაზიარებისა და არგუმენტირებული დასაბუთებისთვის კავკასიოლოგიური კონგრესი მნიშვნელოვანი
პლატფორმაა.
კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 60-80 მომხსენებელი საქართველოსა და
საზღვარგარეთის, მათ შორის, კავკასიის წამყვანი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებიდან. მომხსენებელთა
სულ მცირე 1/4 იქნება უცხოეთიდან.
კონგრესის მონაწილეები იმსჯელებენ კავკასიოლოგიის აქტუალურ საკითხებზე, შიდაკავკასიურ
ურთიერთობებსა და კავკასიის გარე სამყაროსთან მიმართებაზე. დისკუსიები წარიმართება კავკასიის ენებსა
და ლიტერატურაზე, ისტორიაზე, არქეოლოგიაზე, ეთნოლოგიასა და ხელოვნებაზე. ამგვარი
ინტერდისციპლინური მიდგომა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს კავკასიის რეგიონში მიმდინარე
ტრანსნაციონალური, ტრანსკულტურული და ტრანსკონფესიური პროცესების კომპლექსურ გააზრებას.
კონგრესის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში მოეწყობა მარიამ
ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენა, ხოლო აღმოსავლეთმცოდნეობის
ინსტიტუტში საზეიმოდ გაიხსნება თამაზ გამყრელიძის სახელობის სხდომათა დარბაზი.
კონგრესის ძირითადი მიზნებია:
• ეროვნული სამეცნიერო პოტენციალის, წარმოჩენა, საერთაშორისო აკადემიურ წრეებთან
თანამშრომლობის გაღრმავება, ინტერინსტიტუციური ურთიერთობების პერსპექტივის დასახვა,
ერთობლივი კომპლექსური კვლევითი პროექტების დაგეგმვა;
• ახალი სამეცნიერო დებულებების გაცნობა პრობლემით დაინტერესებული ფართო
საზოგადოებისათვის;
• კავკასიოლოგიისა და ქართველოლოგიის ინტერნაციონალიზაციისა და პოპულარიზაციის
ხელშეწყობა;
• ახალგაზრდა კადრების მოზიდვა;
• კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ობიექტური წარმოდგენის შექმნისთვის ხელშეწყობა.
კონგრესზე წარმოდგენილი გამორჩეული მოხსენებები ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდება
ონლაინ, გავრცელდება წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ვებგვერდზე, ეროვნული ბიბლიოთეკის
ვებგვერდზე, საერთაშორისო აკადემიურ ვებგვერდებზე (მაგ. academia.edu, researchgate.net), კონგრესის
მონაწილეთა პირად აკადემიურ პროფილებში, მთლიანად ან ნაწილობრივ დაიბეჭდება სამეცნიერო
პერიოდიკაში.
1. ღონისძიების სამეცნიერო ხარისხი
1.1. ღონისძიების სტატუსი, მიზანი და ამოცანები, პრ
პროექტები » ყველას ნახვა