
2018-05-01 - 2020-05-01
Higher Education Interdisciplinary Reform in Tourism Management and Applied Geoinformation Curricula (HERITAGE)
პროექტის მიზანია განხორციელდეს ინტერდისციპლინარული რეფორმა უმაღლესი განათლების პროგრამაში სამაგისტრო დონეზე და მოხდეს ინტეგრირება გეოინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (GIT), კერძოდ კი, კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტების, ტურიზმის მენეჯმენტისა და მეწარმეობის მიმართ.
პროექტი ხელს უწყობს სამი ძირითადი მხარის თანამშრომლობას, ესენია: უნივერსიტეტი, მეწარმეობა და ადმინისტრაცია. კურიკულუმის რეფორმა ავითარებს 3 ძირითად ეროვნულ და რეგიონალურ პრიორიტეტს საქართველოსა და სომხეთში: გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიებს, კულტურული მემკვიდრეობისა და დოკუმენტაციის დაცვას. ასევე ხელს უწყობს ტურიზმის ბიზნესსა და მეწარმეობას.
პროექტის კონკრეტული მიზნებია:
- შეიქმნას ინტერდისციპლინარული სამაგისტრო სპეციალობები GIT-ში კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმისათვის, ინტეგრირებული მარკეტინგი და სამეწარმეო უნარები, რომლებიც ორიენტირებული იქნება ადგილობრივ სამეწარმეო უნარებზე, რათა, ბოლონიის პროცესების მითითებების თანახმად, მოხდეს ადგილობრივი მეწარმეობის კონსოლიდაცია.
- პარტნიორ ქვეყნებში ჩამოყალიბდეს გეოსაინფორმაციო ტურიზმის ტექნოლოგიური ცენტრები (GTTC), რათა შეიქმნას სამი ახალი GIS-ლაბორატორია ტურიზმის ეკონომიკის დეპარტამენტში და განახლდეს არსებული ტექნიკური აღჭურვილობა პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებში.
- ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში პროფესიონალთა განვითარებას, რათა შეიქმნას ინტერდისციპლინარული სასწავლო მოდულები.
- გადაამზადოს აკადემიური პერსონალი GIT-ის, ტურიზმის მენეჯმენტისა და მეწარმეობის მხრივ.
პროექტის კოორდინატორია ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი).
პროექტები » ყველას ნახვა