
ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში (ქაკუნა) გერმანიაში მოღვაწე ქართველ პირთა პროსოპოგრაფიული ბაზა
ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში (ქაკუნა) გერმანიაში მოღვაწე ქართველ პირთა პროსოპოგრაფიული ბაზაა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში 2016 წლიდან იქმნება. პირთა შესახებ სხვადასხვა წყაროში (საარქივო დოკუმენტები, საზოგადოების სხდომის ოქმები, პრესა და ა.შ.) დაცული მონაცემები ბაზაში სტრუქტურირებულია ციფრული ჰუმანიტარიის უახლესი სტანდარტების მიხედვით. ბაზის სტრუქტურა დაგეგმილია ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ციფრული ჰუმანიტარიის სახელოსნოს მკვლევართა ჯგუფის მიერ. ამ ტიპის მონაცემთა ბაზის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოციალური კლასტერების ანალიზისა და ისტორიული სოციალური ჯგუფების აქამდე უხილავი კავშირების დასანახად.
ვებგვერდი:https://qakuna.iliauni.edu.ge
პროექტები » ყველას ნახვა