ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2024-05-01 - 2025-05-01

ზუთხის გადარჩენა: მდინარე რიონში ჯარღალას ბოლო ბუნებრივი პოპულაციის შესწავლა და საქვირითე არეალის დადგენა.

საქართველო შედის ბიომრავალეფეროვნების ერთ-ერთ ცხელ წერტილში, რაც გულისხმობს იმას, რომ აქ წარმოდგენილია მაღალი სახეობების მრავალფეროვნება და ამავე დროს ეს სახეობები გადაშენების საფრთხის წინაშეა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფმა, მიიღო დაფინანსება მუჰამედ ბინ ზაიედის სახეობების გადაჩენის ფონდისგანერთ-ერთი კრიტიკულად გადაშენების პირას მყოფი ზუთხის სახეობის (ჯარღალა-Acipenser nudiventris) შესასწავლად და გადასარჩენად (Saving the Last Ship Sturgeon: Identifying the world’s last natural Ship Sturgeon populations and spawning grounds in the Rioni River). კვლევების მიხედვით, მდინარე რიონში შემორჩენილი ეს სახეობა შეიძლება წარმოადგენდეს ბოლო ბუნებრივ პოპულაციას მთელს მსოფლიოში, შესაბამისად საქართველოში ამ სახეობის შესწავლას და შენარჩუნებას აქვს გლობალური მნიშვნელობა.

ფონდი ფუნქციონირებს 2008 წლიდან და მხარს უჭერს:

  • კონკრეტული კრიტიკულად გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების საკონსერვაციო (გადარჩენის) ინიციატივებს;
  • ეხმარება სახეობების გადარჩენის სფეროში მოღვაწე ლიდერების აღმოჩენას;
  • ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას ბიომრავალფეროვნების შესწავლის და სახეობების გადარჩენის მნიშვნელობაზე.

დამატებითი ინფორმაცია ეწვიეთ ბმულს: https://www.speciesconservation.org/about-us/

პროექტის დონორი ორგანიზაცია: მუჰამედ ბინ ზაიედის სახეობების გადარჩენის ფონდი (The Mohamed bin Zayed Species Conservation Fund)


პროექტები » ყველას ნახვა