
ტურა (Canis aureus) ადამიანის მიერ შეცვლილ ლანდშაფტებში: შევძლებთ თანაარსებობას?
მიუხედავად აქტიური დევნისა, ტურა, მის პოპულაციაზე მოქმედ საფრთხეებს სხვა მტაცებლებზე უკეთ უმკლავდება და ევროპაში ახალი ტერიტორიების ათვისებას განაგრძობს. ტურა საქართველოშიც იფართოვებს არეალს არა მხოლოდ ჰორიზონტალურად, არამედ ვერტიკალურადაც და სულ უფრო ხშირად გვხვდება ისეთ სიმაღლეებზე, სადაც ადრე გავრცელებული არ ყოფილა. რა არის ასეთი ვერსატილობის მიზეზი? ადამიანის სიახლოვეს მტაცებლის დასახლებამ პრობლემები შეუქმნა როგორც ადამიანს, ისე მტაცებლებს. ტურები თავს ესხმიან შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს. ზოგიერთ ტერიტორიაზე ტურას განიხილავენ, როგორც კონკურენტს სანადირო სახეობების მოპოვებისას. რამდენად დიდია ტურის მიერ მიყენებული ზარალი?
ზემოხსენებულ კითხვებზე საპასუხოდ საჭიროა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე ტურის რიცხოვნობის შეფასება მოლეკულურ-გენეტიკური და ეკოლოგიური მეთოდების გამოყენებით, ტურის რაციონში შინაური ცხოველების წილის განსაზღვრა და გადაადგილების სივრცული და ტემპორალური პატერნების შესწავლა. მიღებული ინფორმაცია საშუალებას მოგვცემს შევიმუშავოთ ტურის მენეჯმენტის გეგმა ადამიანის მიერ სახეცვლილი ტერიტორიებისთვის. მსგავსი კვლევა კავკასიაში პირველად ტარდება. მისი შედეგები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მტაცებლის ადაპტაციური სტრატეგიების და დისპერსიის მიზეზების შესწავლაში არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით. კავკასია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილია, საიდანაც ტურები ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში განსახლდნენ.
პროექტები » ყველას ნახვა