
ჯანსაღი ნიადაგი სურსათის უვნებლობისათვის
პროექტის განხორციელებისთვის სამიზნედ შერჩეულია აღმოსავლეთი საქართველოს ორი რეგიონი - კახეთი (სიღნაღის მუნიციპალიტეტი) და ქართლი (გორის მუნიციპალიტეტი).
პროექტით დაგეგმილია ნიადაგების რეაბილიტაცია-რემედიაციისათვის ბიოლოგიურად უსაფრთხო მეთოდების შემუშავება და ორგანული ფერმერული წარმოების მოსახლეობაში დანერგვა, რომლის საფუძველს წარმოადგენს სამეურნეო წარმოებიდან ქიმიური საშუალებების ამოღება და მათი ორგანული სასუქითა და მავნებლების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდებით ჩანაცვლება, რაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღების გარანტიაა. ორგანული ფერმერული მეურნეობის დანერგვას ესაჭიროება ნიადაგის ფაუნის კვლევა და ბიოლოგიური ბრძოლისა და ორგანული სასუქების წარმოებისათვის ეფექტური სახეობების შერჩევა-გამოყენება. პროექტით დაგეგმილია ჭიაყელების ადგილობრივი სახეობების მოძიება-გამრავლება, ეფექტური სახეობების შერჩევა და მათი ცხოველქმედების შედეგად მიღებული ბიოჰუმუსის გამოყენება-პოპულარიზაცია სამიზნე რეგიონებში, სადაც ნიადაგი რეალურად საჭიროებს რეაბილიტაცია-ბიორემედიაციას.
პროექტით გათვალისწინებულია სოფლის მოსახლეობისათვის ორგანული ნარჩენების გადამუშავებისა და ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქციის წარმოების საბაზისო ვერმიტექნოლოგიების გამოყენების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება-სწავლება, რაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების ადამიანის სამსახურში ჩაყენებით უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაწყვეტას შეუწყობს ხელს.
პროექტები » ყველას ნახვა