ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    მიმდინარე
2023-06-01 - 2026-06-01

საქართველოს მღვიმური უხერხემლო ცხოველები - წარმოშობა, მრავალფეროვნება და კონსერვაცია

განმახორციელებელი:: ზოოლოგიის ინსტიტუტი


წარმოდგენილი პროექტის მიზანია მღვიმური ბიომრავალფეროვნების შესახებ ინტეგრირებული კვლევა რაც გულისხმობს სამი ძირითადი ამოცანის შესრულებას:
1. ბიომრავალფეროვნების ინვენტარიზაცია
2. მღვიმური ცხოვლეების წარმოშობის ისტორიის დადგენას
3. მღვიმური ცხოვლების და ეკოსისტემების კონსერვაციისათვის მყარი საფუძვლების შექმნას. 
პროექტის ამოცანები არაა ერთმანეთისგან დამუუკიდებელი. მაგალითად, ბიომრავალფეროვნების ინვენტარიზაციის (რაც გულისხმობს სინჯების შეგროვებას, ტაქსონომიურ სამუშაოს და სხვ) გარეშე შეუძლებელია ეფექტური კონსერვაციული ქმედებების დაგეგმვა და ფაუნის ევოლუციური ისტორიის აღდგენა. ამგვარად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ამოცანები და შესაბამისი აქტივობები გათვლილია იმგვარად რომ მოხდეს მღვიმური ფაუნის და ეკოსისტემების ინტეგრირებული შესწავლა შეზღუდული დროის, ბიუჯეტის და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით. 
პროექტის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია მნიშნელოვანი ფიზიკური და ინტელექტუალური რესურსის შექმნა როგორიცაა ინდივიდების და დნმ კოლექციები, სამეცნიერო პუბლიკაციები, სახეობათა კონსერვაციის დაგეგმარების და განხორციელების მეთოდური და პრაქტიკული სახელმძრვანელო და სხვა. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მიწისქვეშა ბიომრავალფეროვნებაზე მომუშავე ექსპერტიზის  და კვლევითი პრაქტიკის განვითარებს ისევე როგორც სამომავლო პროექტების მოზიდვას.


პროექტები » ყველას ნახვა