
თბილისის ღვარცოფული ხეობების საფრთხის შეფასება და ვირტუალური რეალობის გარემოში პროცესის დინამიკური ანალიზი - კვლევა კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით
აღნიშნული კვლევა მიზნად ისახავს ღვარცოფული ხეობების შესწავლას თბილისის არეალში, რომელთაც ყველაზე დიდი ნეგატიური ეფექტი შეუძლიათ მოახდინონ ქალაქზე. პირველი ეტაპი მოიცავს აეროფოტოსურათებით და Lidar- ის მონაცემებით მაღალი საშიშროების ხეობების იდენტიფიცირებას, საველე და ლაბორატორიულ სამუშაოებსა და საბოლოოდ, მიღებული მონაცემების დამუშავებასა და მოდელირებას.
კვლევა ითვალისწინებს კატასტროფების სცენარების იდენტიფიცირებას, დინამიკურ მოდელირებას და შესაძლო მოწყვლადი ზონების განსაზღვრას. საფრთხეების და რისკების ვირტუალურ რეალობაში ასახვით ხდება შედეგების ფართო მასებისთვის გასაგები ფორმით პრეზენტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის შედეგების გავრცელებისთვის.
კვლევის განხორციელებას აქვს უდიდესი სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობა, ერთი მხრივ დიდი სამეცნიერო გამოცდილების მიღება, მათ შორის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, რაც მნიშვნელოვანი იქნება მომავალი მსგავსი შინაარსის სამეცნიერო აქტივობებისთვის, მეორე მხრივ საინჟინრო სექტორის ინფორმირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება არსებული რისკების შესახებ. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ურბანიზაციული პროცესების სწორად წარმართვას, რაც განაპირობებს ბუნებრივი კატასტროფების შესაძლო დამაზიანებელი ეფექტების შემცირებასა და შემარბილებელი ღონისძიებების გატარებას.
პროექტები » ყველას ნახვა