
ნეოლოგიზმების ყოვლისმომცველი კვლევა თანამედროვე ქართულ ენაში და მათი წარმოქმნის მონიტორინგი ციფრული მეთოდებით
ენაში ფარულად მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვებას თანამედროვე ტექნოლოგიები აადვილებს. ვრცელი ელექტრონული ტექსტური კორპუსები, სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამები და ბუნებრივი ენის დამუშავების თანამედროვე მეთოდები დიდძალი ენობრივი მასალის სხვადასხვაგვარად დახარისხების, სტატისტიკურად გაანალიზებისა და შესწავლის საშუალებას იძლევა. სწორედ ამ მოსაზრებებმა გვიბიძგა დაგვეგეგმა წინამდებარე პროექტის „ნეოლოგიზმების ყოვლისმომცველი კვლევა თანამედროვე ქართულ ენაში და მათი წარმოქმნის მონიტორინგი ციფრული მეთოდებით“ განხორციელება.
კვლევა ეფუძნება რამდენიმე მიდგომის / მეთოდის კომბინაციას. ეს არის ქართული ენის ლემატიზატორის გამოყენება, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა და რომელიც ემყარება არსებულ აკადემიურ ლექსიკონებს, ნეოლოგიზმების კანდიდატების ძიება არალემატიზებულ ლექსიკაში, ჩვენ მიერ შექმნილი კორპუსის სიტყვანის შედარება ქართული ენის ეროვნული კორპუსის სიტყვანთან და სხვა.
წინამდებარე პროექტი ითვალისწინებს შემდეგ შედეგებს: (1) პროექტისადმი მიძღვნილი სტატი(ებ)ის გამოქვეყნდებას რეიტინგულ უცხოურ და/ან ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალ(ებ)ში; (2) თანამედროვე ქართულ ენაში გამოვლენილი ახალი ლექსიკური ერთეულების ბაზაზე ქართული ნეოლოგიზმების ელექტრონული ლექსიკონის შედგენას; (3) პროექტის ფარგლებში სადოქტორო დისერტაციის დაცვას; (4) კვლევის შედეგების პრეზენტაციას საერთაშორისო ღონისძიებაზე საზღვარგარეთ, აგრეთვე საერთაშორისო ღონისძიებაზე საქართველოში; (5) ვებსაიტის შექმნას, რომელიც განახორციელებს ნეოლოგიზმების მონიტორინგს თანამედროვე ქართულ ენაში.
პროექტები » ყველას ნახვა