
მიმართვის სისტემები მეგრულსა და ლაზურში
წარმოდგენილი პროექტის მიზანი არის მიმართვის სისტემების სრულად აღწერა და კვლევა ქართველური ჯგუფის ორ უმწერლობო ენაში: მეგრულსა და ლაზურში, რომლებშიც ინფორმაცია ზეპირი გზით გადაიცემა და გლობალიზაციის პირობებში, ბევრი ტრადიციული წესის მსგავსად, მიმართვასათან დაკავშირებული ქცევა გაქრობის საფრთხის ქვეშ დგება: ის უკვე გახდა ან ხდება სოციუმის ისტორიულ-კულტურული მეხსიერების ნაწილი.
აღნიშნული პროექტი განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს იმ მხრივაც, რომ ლაზური ენა ფუნქციონირებს ორ განსხვავებულ (ქართულ და თურქულ) ენობრივ და სოციოკულტურულ გარემოში, რაც მიმართვის სოციოლინგვისტური ფენომენის შესწავლისას თავისთავად აჩენს მოლოდინებს საკომუნიკაციო გარემოში როგორც ზანური სუბსტრატების, ისე ახალი ენობრივი და სოციალურ-კულტურული მოვლენების არსებობის და მათი გამოვლენის შესახებ.
წინამდებარე კვლევა სამომავლოდ კარგი საფუძველი იქნება მიმართვის სისტემებთან დაკავშირებული ინტერკულტურული ხასიათის კვლევებისთვის, ასევე ფსიქოლინგვისტებისათვის, რომელთა ინტერესია ერებისა თუ ხალხების ფსიქოტიპის შესწავლა.
პროექტები » ყველას ნახვა