
პლაზმური ჯეტები მზის ატმოსფეროში
პროექტის ძირითადი ამოცანებია: 1) ჯეტების თეორიული მოდელირება (ამოცანა 1, მისი მიზანია ჯეტების არასტაბილურობის ანალიზური და რიცხვითი კვლევების ჩატარება მათი გაცხელების და ტურბულიზაციის ჩათვლით). 2) მზის ატმოსფერული ჯეტების არსებული დისტანციური დაკვირვებების ანალიზი მატი გაცხელების და ტურბულენტობის გამოსავლენად (ამოცანა 2, დაკვირვების მონაცემები მიღებულია შვედური მზის ტელესკოპის მიერ ლა პალმაზე), პროექტის მოსალოდნელი შედეგები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ მზის ფიზიკის განვითარებაში.
პროექტი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ძირითადი გუნდი შედგება ორი გამოცდილი და ორი ახალგაზრდა მეცნიერისგან. ძირითადი გუნდის წევრები არიან ექსპერტები მონაცემთა ანალიზსა (ერთი გამოცდილი და ერთი ახალგაზრდა მეცნიერი) და თეორიული მოდელირებაში (ერთი გამოცდილი და ერთი ახალგაზრდა მეცნიერი).
პროექტები » ყველას ნახვა