
ჭარბგანათლება და შრომის ბაზრის შეუსაბამობა საქართველოში: პრობლემები და მათი შემცირების გზები
დასაქმებულები ითვლებიან ჭარბგანათლებულად, თუ მათი კვალიფიკაცია აღემატება სამუშაოსთვის საჭირო კვალიფიკაციას (Groot and van den Brink, 2000, McGuinness, 2006) ანუ ეს არის სიტუაცია, როდესაც ადამიანები დასაქმებულნი არიან სამუშაოზე, რომლის შესრულება არ მოითხოვს განათლების ან უნარების იმ დონეს, რომელიც მათ აქვთ მიღებული. როდესაც ჭარბგანათლებული ადამიანები იკავებენ თავისი ცოდნასა და უნარებზე დაბალ სამუშაო ადგილებს, ისინი ამისათვის „ჯარიმდებიან“ და იღებენ ნაკლებ ხელფასს, ვიდრე შეეძლოთ აეღოთ შესაფერის სამუშაოზე. ამასთან, ეს იწვევს სოციალურ ძვრებს - ამით შრომის ბაზრიდან დევნიან აღნიშნული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის მქონე, მაგრამ უფრო ნაკლები კვალიფიკაციის პირებს (Borghans & De Grip, 2000).
ჭარბგანათლების პრობლემა, როგორც თეორიული კვლევის საგანი და სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესების სფერო სულ რამოდენიმე ათეული წლის წინ გამოეყო ცალკე მიმართულებად შრომის ბაზრისა და ადამიანისეული კაპიტალის თეორიასა და პრაქტიკას. აღნიშნული თემისადმი დაინტერესებაში საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა რიჩარდ ფრიმენის ნაშრომს ,,ჭარბგანათლებული ამერიკელი“ (Freeman,1976), რომლის გამოქვეყნების შემდეგ, ჭარბგანათლება გახდა მკვლევართა დიდი ინტერესის სფერო და შესაბამისად, კვლევის საგანი.
ჩვენი კვლევა ჭარბგანათლებაზე არის ინოვაციური საერთაშორისო ლიტერატურისთვის ორი თვალსაზრისით: პირველი, ეს იქნება პირველი კვლევა ზედმეტ განათლებაზე ტრანსფორმაციულ ეკონომიკაში, რომელიც ხასიათდება უმაღლესი განათლების მქონე მუშაკების ჭარბი მიწოდებით. მეორე, ეს იქნება პირველი კვლევა ჭარბგანათლების შესახებ, რომელიც ეფუძნება ინტერდისციპლინურ შერეული მეთოდის კვლევის მიდგომას, რომელიც აერთიანებს ხარისხობრივ და რაოდენობრივ კვლევას.
საერთაშორისო ლიტერატურაში თითქმის არ არსებობს კვლევები განვითარებად და ტრანსფორმაციულ ეკონომიკებში ჭარბგანათლების შესახებ, თუმცა ამ ქვეყნებში უმაღლესი განათლების მქონე პირთა ჭარბგანათლების საკითხი ალბათ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განვითარებული ქვეყნებისთვის. საქართველოში კვალიფიციური ადამიანების რაოდენობა აღემატება მათი ცოდნის შესაბამისი სამუშაო ადგილების რაოდენობას. ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც უმუშევრობა კონცენტრირებულია ნაკლებად განათლებულ ფენებში, საქართველოში უმუშევართა 40%-ს აქვს უმაღლესი განათლების დიპლომი (Rutkowski, 2013). ეს აშკარად მიუთითებს სტრუქტურულ შეუსაბამობაზე შრომის მოთხოვნასა და მაღალკვალიფიციურ მუშახელის მიწოდებას შორის.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოში ამ საკითხზე მეცნიერული კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. წარმოდგენილი პროექტი, ამ მხრივ, იქნება პირველი სამეცნიერო კვლევა, რომელიც ორიენტირებულია შრომის ბაზარზე უნარების შეუსაბამობაზე. შესაბამისად, პროექტის მიზანია: (1) საქართველოში დამსაქმებლების მიერ მოთხოვნილი პროფესიული უნარ-ჩვევების დადგენა, (2) უმაღლესი განათლების როლის განსაზღვრა უნარების მართვაში და (3) გადაჭარბებული განათლების პრობლემის იდენტიფიცირება და მისი შემცირების გზების პოვნა. საქართველოში მისი შემცირებისთვის.
კვლევითი პროექტი იქნება პირველი კვლევა საქართველოს შრომის ბაზარზე ჭარბგანათლებისა და უფრო სპეციფიკური შეუსაბამობების შესახებ, სადაც ბევრი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი დასაქმებულია დაბალკვალიფიციურ სამუშაოებზე, რომლებიც არ საჭიროებს უნივერსიტეტის დონის უნარებს;
პროექტები » ყველას ნახვა