
იზოლაცია მანძილით თუ ტრადიციული ტაქსონომია? საქართველოს ჰერპეტოლოგიური ფაუნის შესწავლა.
გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2020 წელს დააფინანსა ახალი ამბიციური პროექტი სახელად “კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირება” CaBOL (Caucasus Barcoding of Life). პროექტი მიზნად ისახავს რამოდენიმე ათასობით სინჯის ბარკოდირებას, და სამომავლო გრძელვადიან გეგმაში შედის რეგიონში მობინადრე ყველა ცხოველისა და მცენარის სახეობის ბარკოდირებული კოლექციის შექმნა. ეს პროექტი საშუალებას გვაძლევს შვადაროთ საქართველოს ჰერპეტოფაუნის ყველა სახეობა იმავე სახეობის გენეტიკურ მარკერებს მსოფლიოს სხვა რეგიონებში.ერთერთი პოტენციალური შედეგი - მიღებული ინფორმაცია შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ ქვეყანაში გავრცელებული ამფიბიების და ქვეწარმავლების ექსპანსიის პოტენციალის შეფასებისთვის, როგორც დღეს, ასევე გეოლოგიურ წარსულში. შემოთავაზებული პროექტის ფარგლებში, ჩვენ ვგეგმავთ შევაფასოთ გენეტიკური იზოლაციის ფარდობითი დრო და დონე საქართველოს ჰერპეტოფაუნის 68-ვე სახეობისთვის, CaBOL პროექტის ფარგლებში მიღებული თანმიმდევრობებისა და გენეტიკურ მონაცემთა ბაზებში დაცული თანმიმდევრობების საფუძველზე. ეს ხელს შეუწყობს განსაკუთრებით იზოლირებული პოპულაციების იდენტიფიკაციას. ეს პოპულაციები საჭიროებენ გაუმჯობესებულ მონიტორინგს და კონსერვაციას. ჩვენ ვგეგმავთ იმ სახეობების დამატებითი საფუძვლიანი შერჩევის ჩატარებას, რომლებიც ავლენენ თვალსაჩინო ფენოტიპურ დიფერენციაციას რეგიონში, საქართველოში და თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეზობელ რეგიონებში. ჩვენ შევიმუშავებთ შესაფერის ჰაბიტატის მოდელებს სახეობებისთვის, რომლებიც ავლენენ გენეტიკური ფრაგმენტაციის მაღალ დონეს, რათა უკეთ გავიგოთ მათი გავრცელების შემზღუდველი ფაქტორები აწმყოში და გეოლოგიურ წარსულში. და ბოლოს, ჩვენ გადავამოწმებთ "საეჭვო" სახეობების ტაქსონომიურ სტატუსს გენომიური მონაცემების გამოყენებით. კვლევის ძირითადი მიზანია, გენეტიკური მარკერების გამოყენებით, შეფასდეს საქართველოში გავრცელებული ყველა სახეობის ამფიბიისა და ქვეწარმავლის გავრცელების შედარებითი უნარი. ამოცანებია (ა) ცალკეული სახეობების გენეტიკურად ყველაზე ახლო პოპულაციების იდენტიფიკაცია; (ბ) ქვეყნის ჰერპეტოფაუნის სრული ანოტირებული/ ბარკოდირებული ჩეკლისტი, (გ) „კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი“ სახეობების ტაქსონომიური სტატუსის დაზუსტება გენომურო მონაცემების გამოყენებით. კვლევითი მეთოდოლოგიები მოიცავს (1) სინჯების შეგროვებას, (2) დამატებით სექვენირებას, (3) გენეტიკური იზოლაციის შედარებით ანალიზს, (4) სივრცულ მოდელირებას, (5) გენომურ ანალიზს და (6) ტაქსონომიის ვალიდაციას.
პროექტები » ყველას ნახვა