ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    მიმდინარე
2023-06-01 - 2026-07-01

მზის ქარის სახეობების მდგრადობის ანალიზი კრიტიკული წერტილების მახლობლად

ჩვენი მიზნები ეხმიანება კოსმოსური კვლევების კომიტეტის COSPAR-ის მთავარი საგზაო რუკის დებულებებს და შემდეგ ძირითად სამეცნიერო საკითხებს:
• შეუძლიათ თუ არა ლოკალურად აღძრულ ბგერით/იონურ აკუსტიკურ (ბ/ი-ა) ტალღურ ველებს ითამაშონ ლოკალური ენტროპიის/ენერგიის შექმნის წყაროების (ლე/ეშწ) როლი, რომელთაც შეუძლიათ პარკერის სტანდარტული მქ-ს ტრანსბგერითი გლუვი სახეობების (პათერნების) გარდაქმნა კვაზი წყვეტილ პროფილებად კრიტიკული (ბგერითი) წერტილის მახლობლად? 
• რამდენად მდგრადი არის მზის ქარის  სახეობები (პათერნები) მცირე შეშფოთებების მიმართ კრიტიკული (ბგერითი) წერტილის მახლობლად, როცა სისტემა იმართება ლე/ეშწ-ით? 
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაყალიბებთ პროექტის მთავარ ამოცანებს:
(i) მოვახდინოთ კონცენტრირება ბ/ი-ა ტალღურ ველებზე იმისათვის, რომ შევიმუშავოთ ტალღების თანმიმდევრული სტატისტიკური თეორია ბგერითი წერტილის მახლობლად.  
(ii) განვახორციელოთ მზის ქარის ბ/ი-ა ტალღური ველების როგორც ლე/ეშწ-ის დინამიური განტოლებების შემცველი გაფართოებული მათემატიკური მოდელის სტაბილურობის ანალიზი. 
 
 
 


პროექტები » ყველას ნახვა