ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    მიმდინარე
2023-06-01 - 2026-06-01

Borrelia burgdorferi sensu lato კომპლექსის ეკოლოგიიის კვლევა და მათი ვექტორი სახეობების გავრცელების მოდელირება საქართველოში - საბაზისო კვლევა რეგიონში

განმახორციელებელი:: ეკოლოგიის ინსტიტუტი

ჩვენი კვლევის მიზანია Borrelia burgdorferi sensu lato კომპლექსის სპიროქეტების ეკოლოგიის კვლევა და საქართველოში ბორელიოზის ადამიანზე გადაცემის მაღალი რისკის ზონების გამოსავლენად, მათი ვექტორი ტკიპის სახეობების გავრცელების მოდელირება.

კვლევითი პროექტის განხორციელების შედეგად, პირველად საქართველოში, მოლეკულური მეთოდების (კონვენციური და რაოდენობრივი პჯრ, სექვენირება) გამოყენებით დავადგენთ,   საქართველოში ლაიმის ბორელიოზის გამომწვევი სპიროქეტების, მათ რეზერვუარ/მასპინძელ  და ვექტორ სახეობებს, შევისწავლით მათ ეკოლოგიასა და მაქსიმალური ენტროპიის მოდელირების გამოყენებით, დავამოდელირებთ ვექტორი სახეობების გავრცელებას. სპიროქეტების ვექტორი ტკიპების გავრცელების მოდელირებულ რუკებზე დაყრდნობით ლაიმის ბორელიოზის გარეული ცხოველებიდან ადამიანზე გადაცემის რისკების რუკას შევქმნით.
პროექტის შედეგები, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოებისვის, კვლევის უკეთესად დაგეგმვისა და ლაიმის ბორელიოზის ადამიანზე გადაცემის რისკის მინიმალიზებისთვის, მტკიცებულებაზე დაფუძნებული ჯანდაცვის ღონისძიებების დანერგვის შესაძლებლობას გაზრდის. პროექტის შედეგები ასევე სასარგებლო იქნება სხვა ტკიპისმიერი დაავადებების ეპიდემიოლოგიური კვლევებისთვის, როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად კავკასიაში.


პროექტები » ყველას ნახვა