არბიტრარული რწმენები და რაციონალურობის მოთხოვნები
აგენტს არბიტრარულად სჯერა დებულება, როდესაც ამ დებულების დაჯერება, მისივე შეფასებით, განპირობებულია ფაქტორებით, რომელთაც კავშირი არ აქვთ დებულების ჭეშმარიტება-მცდარობასთან. ასეთი ფაქტორები შეიძლება იყოს, მაგალითად, აგენტის აღზრდა, მისი სოციალური წრე, მისი დამოკიდებულება ეპისტემური რისკის მიმართ ან მისი პრაქტიკული მიზნები. მაგალითად, თუ აგენტი ფიქრობს, რომ იგი არ დაიჯერებდა დებულება P-ს იმავე მტკიცებულების შუქზე, რაც მას აქვს, განსხვავებულ უნივერსიტეტში რომ ჩაებარებინა, ან უფრო ეპისტემურად ფრთხილი რომ ყოფილიყო, მაშინ მისი რწმენა რომ P არბიტრარული ფაქტორებით არის განპირობებული. წარმოდგენილი კვლევითი პროექტის მიზანია რაციონალური არბიტრარულობის (Rational Arbitrariness) თეზისის გამოკვლევა (ტერმინი ეკუთვნის მატიას სკიპერს (2022)): ეს არის თეზისი, რომ ზოგჯერ რაციონალურია გქონდეს არბიტრარული რწმენები.
პროექტები » ყველას ნახვა