ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    მიმდინარე
2023-06-01 - 2025-07-01

მზის სპიკულების არამდგრადობა

მზეს უდიდესი გავლენა აქვს დედამიწაზე, ამიტომ მზის ატმოსფეროს და შინაგანი სტრუქტურის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ცივილიზაციის მომავლისთვის. კორონალური და ქრომოსფერული პლაზმის გაცხელება, მზის ფიზიკის ერთ-ერთი გადაუჭრელი ამოცანაა. ჭავლები წარმოადგენენ მზის ატმოსფეროს მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. ზოგიერთი ქრომოსფერული ჭავლი (მაგ. მეორე ტიპის სპიკულები) სწრაფად უჩინარდება ქრომოსფერული სპექტრული ხაზებიდან, სავარაუდოდ, გაცხელების ან გარკვეული ტურბულენტურობის გამო. ეს პროცესი, ჯერ-ჯერობით ახსნილი არაა.
ამ პროექტის მიზანია ნაწილობრივ იონიზირებულ პლაზმის პირობებში არსებულ სპიკულებში კელვინ-ჰელმჰოლცის არამდგრადობის (კჰა) შესწავლა და პლაზმის სწრაფ გაცხელებაში მისი როლის განსაზღვრა. ჩვენ თავიდან დავიწყებთ ნაწილობრივ იონიზირებული პლაზმის მაგნიტოჰიდროდინამიკული (მჰდ) განტოლებების წრფივი ანალიზური ამოხსნით. ეს წრფივი ანალიზური ამონახსნები მიიღება შეშფოთების თეორიის კლასიკური მეთოდით. პლაზმის ნაწილობრივ იონიზირებულობის ეფექტი მხედველობაშ მიიღება, როგროც ამბიპოლარული დიფუზია და გამოიხატება კოულინგის დიფუზიის კოეფიციენტით. შემდეგ ჩვენს მიერ ჩატარებული იქნება ამ მჰდ განტოლებების სრული რიცხვითი სიმულაციები, ნაწილობრივ იონიზირებული პლაზმის როგორც ერთ-სითხოვან, ისე ორ-სითხოვან მიახლოებაში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კჰ-ის მორევების გაცხელებას, იონ-ნეიტრალების დაჯახებების გამო, რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს დაკვირვებად, სპიკულების ქრომოსფერული სპექტრული ხაზებიდან გაუჩინარებამდე. ეს პროექტი შეიძლება დიდი მნიშვნელობის აღმოჩნდეს მზის ფიზიკის, უფრო კონკრეტულად კი, კორონის გაცხელების პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილი ვიზიტების პერიოდში, ახალგაზრდა მეცნიერს შესაძლებლობა ექნება ითანამშრომლოს დარგის წამყვან მეცნიერებთან და რიცხვითი თვლების სპეციალისტებთან, რაც დიდი მნიშვნელობის იქნება, მისი შემდგომი წინსვლისთვის. აგრეთვე, დაგეგმილი, პროექტის შედეგების საერთაშორისო კონფერენციებზე წარდგენა გაზრდის მის ცოდნას, სამეცნიერო უნარებს და დაეხმარება მას, გაიზარდოს როგორც მეცნიერი.


პროექტები » ყველას ნახვა