ღვინის ტურიზმის განვითარება ღვინის სენსორული მარკეტინგისა და სტუმრის გამოცდილების შექმნის გზით
უცხოელი ტურისტების მიერ საქართველოს მონახულების პერიოდში, ქართული ღვინის, მისი როგორც ეროვნული იდენტობის შეცნობას, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის ისტორიის და კულტურის გაცნობაში. ტურისტების ღვინოსთან შეხება ძირითადად ადგილობრივ მარნებში, მეღვინეობით დაკავებულ სასტუმროებსა და მცირე და დიდი ღვინის საწარმოებში ვიზიტების დროს ხდება. შესაბამისად, ღვინის ტურიზმის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს, როგორც სასურველი დანიშნულების ადგილად დამკვირდებაში.
ვინაიდან ყველაფერი, რასაც ტურისტები განიცდიან დანიშნულების ადგილზე, არის გამოცდილება, ტურისტული პროდუქტების მულტისენსორული ბუნება არის წინამდებარე კვლევის მთავარი აქცენტი.
საპროექტო წინადადების სიახლე და ინოვაციურობა ღვინის ტურისტულ ობიექტებში სტუმართა მულტისენსტორული გამოცდილების შექნაზე ზემოქმედი ფაქტორების გამოვლენასა და დესტინაციების კომპლექსურ შესწავლაში მდგომარეობს. კერძოდ, ღვინის ტურუსტულ დესტიანაციების სტუმართა მულტისენსორული გამოცდილების ფორმირებისათვის საჭირო ინფორმაციის და საკვლევი ინსტრუმენტების შექმნას გულისხმობს. ასევე, ღვინის ტურისტული დესტინაციების შეფასების ინსტრუმენტის ფორმირებას, რომელი დაეხმარება ობიექტის მენეჯმენტს სენსორული მარკეტინგის გაძლიერებაში.
წინამდებარე კვლევის მიზნებია: (1) საქართველოში ღვინის ტურისტული ობიექტების უცხოელ სტუმართა გამოცდილების კვლევის (CXR) ჩატარება; (2) საქართველოში ღვინის ტურისტული ობიექტების ანალიზი სენსორული მარკეტინგის ჭრილში; (3) ღვინის ტურიზმში ჩართული მარნების ხელმძღვანელთა თანამედროვე ცოდნითა და მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვა; (4) დარგის სამეცნიერო მასალის გამდიდრება.
პროექტი ითვალისწინებს თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ჩატარებას. თვისებრივი კვლევის ფარგლებში მოხდება ღვინის ტურიზმში ჩართული მარნების კვლევა ორი მიმართულებით: 1. სენსორული მარკეტინგის კომპონენტების ჭრილში ტურისტული ობიექტის აღწერა-შეფასება და 2. მარნების დამფუძნებლებთან/მენეჯერებთან ჩაღრმავებული ინტერვიუების განხორციელება სტუმრის სასურველი გამოცდილების შექმნისათვის მიმართული მიზნების, სტრატეგიის, სხვადასხვა აქტივობების, მენეჯმენტის/ლიდერობის სტილის და სხვა ფაქტორების გამოველენისათვის. რაც შეეხება რაოდენობრივ კვლევას, ჩატარდება ადგილზე მარნებში. რესპონდენტებად შეირჩევა ღვინის ტურისტების სამივე ტიპი: შემთხვევითი, დაინტერესებულები და ენთუზიასტები.
წინამდებარე კვლევის შედეგები ღირებული იქნება საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის შემდგომი განვითარებისთვის. ღვინის ტურიზმში ჩართულ მარნებსა და სასტუმროებს შესაძლებლობა მიეცემათ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მოახდინონ ობიექტების განვითარების სტრატეგიის ფორმირება, გააძლიერონ სენსორული მარკეტინგის კომპონენტები და გადაწყვეტილებები მიიღონ გამოცდილებით მარკეტინგულ კონცეფზიებზე დაყრდნობით.
პროექტები » ყველას ნახვა