
ქართული ორიგინალური და ნათარგმნი საისტორიო მწერლობა (ხელნაწერების ბიბლიოგრაფია) - მეორე შევსებული და შესწორებული გამოცემა
ომან ხერხეულიძის ისტორიული თხზულება ქართულ ხელნაწერებში 30-ზე მეტი განსხვავებული
სათაურით აღმოჩნდა წარმოდგენილი.
„ქართლის ცხოვრების“ აკადემიურ გამოცემებში დაახლოებით 20 ხელნაწერის მონაცემებია ასახული.
დღესდღეობით ჩვენთვის უკვე „ქართლის ცხოვრების“ თხზულებების შემცველი 60 ხელნაწერია
ცნობილი (და, ვფიქრობთ, ეს რიცხვი შემდგომში კიდევ უფრო გაიზრდება).
აღარ განვაგრძობთ იმ ნაშრომის სამეცნიერო სიახლეების ჩამოთვლას (100-სიტყვიანი რეზიუმე ამას
ვერ დაიტევს), რომლის მეორე შევსებული და შესწორებული რედაქციის გამოცემასაც ისახავს მიზნად
წარმოდგენილი პროექტი.
„ქართული ორიგინალური და ნათარგმნი საისტორიო მწერლობის (ხელნაწერების ბიბლიოგრაფია)“
პირველი გამოცემა სულ რამდენიმე სასიგნალო ეგზემპლარის სახით დაიბეჭდა, ნაშრომი მხოლოდ
ელექტრონული სახით არის ხელმისაწვდომი. მეორე გამოცემა დარიგდება ბიბლიოთეკებში,
უნივერსიტეტებსა და შესაბამისი პროფილის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში. იგი საჩუქრად
გადაეცემა ასევე დარგის სპეციალისტებს.
პროექტები » ყველას ნახვა