
ასტრო-ლაბი
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს თანამედროვე ასტროფიზიკის ვორქშოფის ჩატარება სკოლის
დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის, რათა მათ ახლოდან გააცნოს დარგი, დარგში მიმდინარე
კვლევები, მიღწევები და ამ დარგის წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები. ვორქშოფი შედგება სალექციო
და პრაქტიკული ნაწილისგან, სალექციო ნაწილში მონაწილეები მოისმენენ წამყვანი მეცნიერების ლექციებს
პოპულარულ ენაზე, გაიცნობენ მათ ახლოს და გაიგებენ პირადად მათგან მათი კვლევების და კარიერული
გამოცდილების შესახებ. ღონისძიების პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეები გაიცნობენ ამჟამად მოქმედ
დაკვირვებით მისიებს, როგორ ხდება კოსმოსური წყაროების დაკვირვება, დაკვირვებითი მონაცემების
დამუშავება, ობიექტების გამოსახულებების მიღება. ისინი მიიღებენ მცირე დავალებებს შესასრულებლად,
შესაბამისი ინსტრუქციებით და ლექტორების და მათი ასისტენტების დახმარებით, მათი დაკვირვების ქვეშ
მოახდენენ თავად სხვადასხვა კოსმოსური წყაროების გამოსახულებების მიღებას. შესაბამისად, ვორქშოფის
მეშვეობით მონაწილეს საშუალება მიეცემა რამდენიმე დღით თავად გამოცადოს როგორია ამ დარგის წევრობა და
კვლევის წარმოება. ვორქშოფის როგორც სალექციო მასალა და თემატიკა, ასევე პრაქტიკული დავალება
გათვლილი იქნება სკოლის მოსწავლეებისათვის და არ მოითხოვს რაიმე სახის წინასწარ შემზადებას და
სპეციალური ცოდნის ფლობას. ყველა საჭირო და აუცილებელი ცოდნის და მასალის მიწოდება მოხდება თავად
ღონისძიების ფარგლებში და დაძლევადი იქნება სკოლის დონისთვის.
პროექტები » ყველას ნახვა