
გლობალური მართლმსაჯულება: საერთაშორისო სამართალი მოქმედებაში
პროექტის მიზანია, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, ლექციათა ციკლის ჩატარება, რომელიც ეძღვნება რომის სტატუტის მიღების 25 წლისთავს და ასევე ადამიანის უფლებათა კონვენციის ძალაში შესვლიდან 70 წლისთავს. ღონისძიება შედგება საჯარო ლექციებისა და პრაქტიკული სემინარებისგან, რომლის ფარგლებშიც, სტუდენტებს საშუალება ექნებათ, დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად განიხილონ საერთაშორისო სისხლის სამართალის, შეიარაღებული კონფლიქტის (მათ შორის, უკრაინაში ომის) დროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალის გამოყენების მნიშვნელოვან საკითხებს.
პროექტები » ყველას ნახვა