ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2023-06-01 - 2024-06-04

თანამედროვე ფიზიკის კონცეფციები კოსმოლოგიის მაგალითზე და ფიზიკის კონცეპტუალური სწავლება სკოლაში

განმახორციელებელი:: თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი


თანამედროვე კოსმოლოგია, როგორც ინტერ-დისციპლინარული მეცნიერება (Peacock 2010), საკმაოდ
მდიდარია კონცეპტუალურად და, ამდენად, კარგ საფუძველს წარმოადგენს მსგავსი ტიპის
ლექციებისთვის. იგი მოიცავს ისეთ დისციპლინებს, როგორიცაა გრავიტაციის თეორია, კვანტური ველები
და ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა, სტატისტიკური ფიზიკა, ასტროფიზიკა და ფიზიკური
კოსმოლოგია. ის ამჯამად იმყოფება მნიშვნელოვანი განვითარების ეტაპზე, რათა ერთის მხრივ
გვქონდეს მწყობრი თეორია სამყაროს სტრუქტურისა და მასში მიმდინარე ფიზიკური პროცესების
აღსაწერად, ხოლო მეორეს მხრივ, თანამიმდევრულად გავიაზროთ სამყაროს დაბადება და მისი
ევოლუციის ადრეული ეტაპები. მეორეს მხრივ, ცხელი გაფართოებადი სამყაროს მოდელი გვაძლევს
სამყაროს დაკვირვებად სურათს პრაქტიკულად პირველი წუთებიდანვე, რაც უდავოდ წარმოადგენს ამ
მოდელის ტრიუმფს. წინა წლის გამოცდლიების გათვალისწინებით (პროექტი SPG22-44), დაგეგმილი
ლექციების ფარგლებში ველით საგრძნობ ინტერესს მოსწავლეთა მხრიდან.


პროექტები » ყველას ნახვა