ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2023-06-07 - 2024-06-04

სამხრეთ კავკასია ზედა პლეისტოცენში: კულტურული და ეკოლოგიური კონტექსტი

პროექტი "სამხრეთ კავკასია ზედა პლეისტოცენში: კულტურული და ეკოლოგიური კონტექსტი" მიზნად ისახავს
სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი მეცნიერების, მათ შორის სტუდენტების, თანამშრომლობით,
ინტერდისციპლინური, კრებულის ტიპის, მონოგრაფიული ნაშრომის შედგენას, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე
საბუნებისმეტყველო და არქეოლოგიურ უახლეს კვლევებზე დაყრდნობით. როგორც სათაურიდან ჩანს, ნაშრომი
მიეძღვნება სამხრეთ კავკასიის შუა და ზედა პალეოლითს და ამ პერიოდის თანმდევ კლიმატურ და ბუნებრივ
ცვლილებებს. მნიშველოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის ნაშრომი 1990 წლის შემდეგ არ გამოქვეყნებულა,
უკანასკნელ წლებში კი მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენები და სიახლეები დაფიქსირდა, დაინერგა
ინოვაციური კვლევითი და საველე მეთოდოლოგია, სინჯების დამუშავება მოხდა ახალი ტექნოლოგიებით.
ამით არის განპირობებული ზემოაღწერილი ტიპის ნაშრომის, მონოგრაფიის, გამოცემის აუცილებლობა.
პროექტში ჩართულნი არიან საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ქვის ხანის არქეოლოგიისა და
პალეობიოლოგიის, წამყვანი მვკვლევარები, სტუდენტები, ლაბორატორიები და ინსტიტუტები. მონოგრაფიის
გამოცემა გააღრმავებს და ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის
ტრადიციის აღორძინებას, საშუალებას მისცემს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს გამოიყენონ ნაშრომი
დიდაქტიკური მიზნებისთვის, დააინტერესებს სტუდენტებს და ხელს შეუწყობს მათ მოზიდვას, მეცნიერებასა
და საზოგადოებას დაუკაბვშირებს ერთმანეთს, გაზრდის მკვევართა სამეცნიერო პროდუქტიულობას,
საფუძველს ჩაუყრის სამეცნიერო კოლაბორაციის გაგრძელებას, და რაც მთავარია სამხრეთ კავკასიის
პალეოლითსა და ზედა პლეისტოცენის ეპოქის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღებას
კიდევ ერთხელ მიიპყრობს. შესაბამისად პროექტით გათვალისწინებული მონოგრაფიის გამოცემა
აკმაყოფილებს საგრანტო კონკურსის პირობებს და მის მიზნებთან თანხვედრაში მოდის, არის ინოვაციური და
შეიცავს უამრავ სიახლეს. ამავდროულად პროექტის განხორციელება წვლილს შ


პროექტები » ყველას ნახვა