
2023-06-06 - 2026-06-22
PROMOTING RELEVANT EDUCATION IN SCIENCE FOR SUSTAINABILITY (PRESS)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში, მოიპოვა პროექტის: Promoting Relevant Education in Science for Sustainability(PRESS)-ის დაფინანსება.
პროექტის მიზანია ინოვაციური მიდგომების დანერგვა საბუნებისმეტყველო განათლებაში. პროექტის ფარგლებში მომზადდება საუნივერსიტეტი კურსები და დამხმარე მასალა მომავალი მასწავლებლებისთვის - საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის. პროექტი ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს - „ხარისხიანი განათლება“, მის დანერგვას საკლასო სივრცეში და მის ფარგლებს გარეთ.
პროექტის კოორდინატორია ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია, თანა-კოორდინატორი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.
პროექტები » ყველას ნახვა