ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    მიმდინარე
2023-06-07 - 2026-07-02

საქართველოში ფართოდ გავრცელებული და ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი ტყის სახეობის, აღმოსავლური წიფლის (Fagus orientalis Lipsky) ფილოგეოგრაფია და გენეტიკური

განმახორციელებელი:: ეკოლოგიის ინსტიტუტი

არსებული ინფორმაცია ზომიერი სარტყლის კავკასიის ეკორეგიონში გავრცელებული ხემცენარეების ფილოგეოგრაფიული და პოპულაციური სტრუქტურის შესახებ ძალზედ შეზღუდულია და საჭიროებს განახლებას. ამასთანავე, კლიმატური დათბობისა და მერქნის პროდუქტიულობაზე მოთხოვნილების ზრდის ფოზნზე აუცილებელია ტყის ბიომარავალფეროვნებაზე და ეკოსისტემების ფუნქციონირებაზე მოქმედი ისტორიული და თანამედროვე მექანიზმების უკეთ შესაწავლა, რათა განხორციელდეს ამ რესურსების სწორი კონსერვაცია და ეფექტური მართვა. შესაბამისად, წინამდებარე პროექტის მიზანია საქართველოში გავრცელებული ერეთერთი ეკონომიკურად და ეკოლოგიურად უაღრესად მნიშვნელოვანი ტყის სახეობის აღმოსავლური წიფლის (Fagus orientalis Lipsky) პოპულაციების გენეტიკური სტრუქტურის შესწავლა და ფილოგეოგრაფიული ანალიზი ქლოროპლასტური დნმ-ის საფუძველზე. ამრიგად ჩვენ შევძლებთ შევავსოთ არსებული ხარვეზი კავკასიის ეკორეგიონში გავრცელებული ტყის მცენარეულობის გენეტიკური სტრუქტურის შესახებ.  სახელდობრ, ასეთი ტიპის კვლევები დაგვეხმარება უფრო საფუძვლიანად შევისწავლოთ ზომიერი სარტყლის ხემცენარეების ევოლუციური ისტორია და უკეთ განსაზღვროთ წარსულში მინდინარე კლიმატური და გეოლოგიური ფაქტორების ზეგავლენა უძველესი გენეტიკური ხაზების გავრცელებაზე კავკასიაში. ასევე გავამუმჯობესოთ და გავამდიდროთ ცოდნა რეგიონში არსებულ ბიომრავალფეორვნებაზე, მის როგორც გლაციალური რეფუგიუმის როლის წარმოჩენაზე. როგორც ცნობილია, გლაციალური რეფუგიუმების ზუსტი გამიჯვნა მაღალპრიორიტეტულია კონსერვაციის მიზნებისათვის, ვინაიდან ეს რეფუგიუმები საკვანძო ტერიტორიებია ბიომრავალფეროვნების ევოლუციისა და მდგრადობის თვალსაზრისით. საყურადღებოა აგრეთვე ის, რომ ეს ინფორმაცია განასაკუთრებით აქტუალურია კონსერვაციისათვის, ვინაიდან ხანგრძლივი იზოლაცია მოსალოდნელ გენეტიკურ განსხვავებულობასთან და ადგილობრივ ადაპტაციასთან ერთად ხელს შეუწყობს დედისეული გენეტიკური ხაზებისა და საკონსერვაციო ერთეულების განსაზღვრას. ამგვარად მოხდება როგორც ტყის ეკოსისტემების ეფექტური კონსერვაცია, ასევე მართვის ფუნდამენტური პრინციპების ჩამოყალიბება.
    შესაბამისად, პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი ამოცანები, როგორიცაა (1) სრულყოფილი საველე სამუშაო, რომელიც მოიცავს ბიოლოგიური მასალის - ახალგაზრდა ფოთლებისა და თესლების სახით შეგროვებას, მონაცემთა ბაზების შექმნას და  გენეტიკურად განსხვავებული პოპულაციების იდენტიფიცირების შემდგომ კავკასიური წიფლნარი ტყეების თესლის კოლექციების ქსელის განვითარებას, (2) მაღალკვალიფიციური ლაბორატორიული კვლევა დნმ ექსტრაქციისა  და ფილოგენეტიკურად ყველაზე ეფექტური პლასტიდური მარკერების პჯრ ამპლიფიკაციის პროცესების ოპტიმიზაციის მიართულებით, და (3) სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფით ბიოინფორმატიკის ინსტრუმენტების გამოყენება სექვენსების რედაქტირება-დამუშავების, ჰაპლოტიპებსა და სექვენსებზე დაფუძნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით მიღებული მონაცემების გენეტიკური და ფილოგეოგრაფიული ანალიზის მიზნით, სრულყოფილად პასუხობენ დასახულ მიზნებს და ორიენტირებულნი არიან მათ ეფექტურად, მაღალხარისხიანად და დროულად შესრულების მოთხოვნაზე.


პროექტები » ყველას ნახვა