
2020-05-31 - 2023-05-31
ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში
2020-2023 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილე იქნება ერაზმუს+- ის მიერ დაფინანსებული ეროვნული პროექტისა „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში“ (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs – DITECH.)
პროექტის მიზანია ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის დანერგვისა და განვითარების გზით უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს უსდ-ებში.
კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტები არიან:
- ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი) – პროექტის კოორდინატორი
- კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა)
- კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია)
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტი
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
პროექტის კოორდინატორია:ტალინის უნივერსიტეტი.
პროექტები » ყველას ნახვა