
MEDIATS: Training and Society Transformation
2018 წლის ნოებრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ჩაერთო ERASMUS + ახალი პროექტის “MEDIATS: Training and Society Transformation” განხორციელებაში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მასში საქართველოს გარდა მონაწილეობენ შემდეგი ქვეყნები: ნიდერლანდების სამეფო, ესპანეთი, ლატვია, გერმანია, აზერბაიჯანი და უკრაინა.
პროექტი პარტნიორ უნივერსიტეტებს (ქართულ, აზერბაიჯანულ და უკრაინულ) საშუალებას აძლევს, ევროპის უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით გახდნენ მთავარი მოთამაშეები მედიაციის პროცესების ხელშეწყობაში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ილიაუნის სამართლის სკოლის აქტივობა მოიცავს ორ კომპონენტს, ესენია:
სამაგისტრო საფეხურზე მედიაციის მოდულისა და სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავება;
მედიაციის ფედერაციის შექმნა.
აღსანიშნავია, რომ ილიაუნის სამართლის სკოლა ლიდერია ბოლო კომპონენტში და კოორდინაციას უწევს პარტნიორ ქვეყნებში მსგავსი ფედერაციების ჩამოყალიბებას.
პროექტი ითვალისწინებს პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგების გამართვას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მედიატორთა სერტიფიცირებისა და ტრენინგების სისტემის შექმნას, სტუდენტთა სტაჟირებას ევროპის ქვეყნებში და ა. შ.
პროექტის კოორდინატორია ნიდერლანდების ბიზნესის აკადემია (ნიდერლანდების სამეფო)
პროექტები » ყველას ნახვა