ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2015-05-31 - 2017-05-31

ერთობლივი მმართველობის პროგრამა (CGP - COLLABORATIVE GOVERNANCE PROGRAM)

ერთობლივი მმართველობის პროგრამა (CGP) ყირგიზეთის რესპუბლიკაში ხელს უწყობს ეფექტურ თანამშრომლობას სანდო და მდგრად სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან. CGP-ის მიზანია, გააუმჯობესოს შეთანხმება მთავრობასა და საზოგადოებას შორის საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გზით.

2015 წლის 21 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტს შორის ხელი მოეწერა NPM სასტიპენდიო პროგრამას CGP-ის პროექტის ფარგლებში და ყირგიზეთის 5 წარმომადგენელი ეწვია თბილისს. მათ იმუშავეს ხუთ არაკომერციულ ორგანიზაციასთან, ჩაატარეს NPM კურსების აუდიტი თბილისის უნივერსიტეტებში, GIPA-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებთან ერთად მოამზადეს NPM კურს(ებ)ი, რომლებსაც ისინი ასწავლიან თავიანთ უნივერსიტეტებში ყირგიზეთის რესპუბლიკაში.

პროგრამის დასასრულს, გაიმართა 4 საჯარო ლექცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, სადაც წარმოდგენილ იქნა კვლევის შედეგები და რეკომენდაციები. 

 


პროექტები » ყველას ნახვა