
2013-05-31 - 2017-05-31
კვლევაზე დაფუძნებული სწავლება ბუნებისმეტყველების სწავლებაში
პროექტის მიზანია კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განვითარება და ხელშეწყობა კონსორციუმის წევრ ქვეყნებში. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განვითარებას და მასწავლებლების გადამზადებას ამ კუთხით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციები როგორც ჩვენი მასწავლებლების, ასევე მოსწავლეებისათვის. პედაგოგები შეძლებენ თავიანთ ევროპელ კოლეგებთან გასაუბრებას, აზრთა გაცვლას და პროფესიულ საკითხებზე მსჯელობას, მოსწავლეები კი თანატოლებთან ურთიერთობით საინტერესო გამოცდილებას შეიძენენ.
პროექტის ოფიციალური დაწყების თარიღია 2013 წლის 1-ლი ივნისი. განხორციელებისათვის გამოყოფილი საერთო თანხა შეადგენს 3 600 000 ევროს.
პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიკა კაპანაძე.
პროექტები » ყველას ნახვა